რაულ ხაჯინბა: „ასოცირების ხელშეკრულების საპასუხოდ, რუსეთთან დროულად შერწყმა უნდა დავაჩქაროთ“

11

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი რაულ ხაჯინბა თვლის რომ, საქართველოს მიერ ევროპასთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება საფრთხეს უქმნის ,,ახალგაზრდა” აფხაზური სახელმწიფოს სუვერენიტეტს და რუსეთის ფედერაციასთან დროულად ინტეგრაციის ინიციატივით გამოდის. ,,საქართველოს მიერ ევროპასთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს, ჩვენ იმ ცივილიზებული სამყაროს წევრი გავხდებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია გაუწევს ფორმირებას. შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან საქართველო აპირებს ნატოს სწრაფი რეაგირების სისტემაში ჩაერთოს, ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებს, სამაგიეროდ ისინი სამხედრო თვალსაზრისით გააათმაგებენ საქართველოზე დახმარებას, ჩვენი ძირითადი ამოცანა მშვიდობიანად თავდაცვაა, ეს კი მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან დროულად შერწყმას შეუძლია” – აცხადებს ხაჯინბა. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის სამიტზე 27 ივნისს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.