სასჯელაღსრულების სამინისტროს დელეგაცია ვისკონსინის შტატში

10487031_10203492233761896_637182607_n

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ეკატერინე ქრისტესაშვილის ხელმძღვანელობით, აშშ ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ესტუმრა.

 

ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს შვიდკაციანი დელეგაცია  პენიტენციური მიმართულებით  ვისკონსინის შტატის გამოცდილებას გაეცნო და  სასჯელაღსრულების რამდენიმე  დაწესებულება მოინახულა. ოფიციალური შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვისკონსინის შტატის გამოცდილებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შეფასების, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის, ასევე მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და განათლების უზრუნველყოფის კუთხით.

 

ოფიციალური ვიზიტი აშშ სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სახელმწიფო ბიუროსთან (INL), 2014 წლის ივნისის დასაწყისში ხელმოწერილი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა.  მემორანდუმი მოიცავს 2-წლიან პერიოდს და ითვალისწინებს  საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის სრულყოფის მიზნით აშშ-ის ტექნიკურ დახმარებას.