ალექსის ციპრასი: ,,საბერძნეთის კრიზისი ევროპასაც შეეხება”

Alexis Tsipras

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ კრედიტორებთან მოლაპარაკებების ჩაშლამ, შესაძლოა  კრიზისი ევროპასაც გადაედოს. ,,ეს ბრძოლა, მხოლოდ საბერძნეთის ბრძოლა არაა და ამ ბრძოლაში, ჩვენთან ერთად ევროპის ქვეყნების ხალხიც იბრძვის. ვინც ფიქრობს, რომ საბარძნეთს დასჯიან და ეს სასჯელი მხოლოდ ჩვენს ქვეყანას შეეხება, მინდა მათ ვუთხრა, ისინი ევროპის გახლეჩას სცდილობენ. იმედი მაქვს ჩვენს მიმართ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული” ხაზგასმით აღნიშნა საბერძნეთის პრემიერმა. გავრცელებული ინფორმაციით, ევრო კომისიას საბერძნეთის გადახდისუნარიანობაში ეჭვი ეპარება. ინფორმაციას სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს.