გაეხვევა თუ არა ახალ სკანდალში „იმედი?!“

10423397_10203479668607775_1436318687_n

„ქრონიკა+“-ისთვის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ სატელევიზიო პროექტი „ცეკვავენ ვარსკვალების“ შემოქმედებით ჯგუფს დაითხოვენ. მიზეზი ფინალის წინ შექმნილი ფინანსური მაქინაციაა. წყაროს ინფორმაციით, პროექტის გენერალურ პროდიუსერს ედავებიან „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი მონაწილის, აფხაზი მომღერლის იასენიას გამარჯვებისთვის აღებულ სოლიდურ თანხას. არ კონკრეტდება თუ რა თანხაზეა საუბარი, მაგრამ იმავე წყაროს ინფორმაციით, „იმედი“ მორიგ სკანდალში აუცილებლად გაეხვევა.

„ქრონიკა+“ ინფორმაციის გადასამოწმებლად, პროექტის გენერალურ პროდიუსერს  ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა:

_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ახალ სკანდალში გაეხვევა და მინდა თქვენთან გადავამოწმო

_ არა, არანაირად!

_ ამბობენ, რომ პროექტის სტაფს დაითხოვენ, რადგან თქვენ ერთ-ერთი მონაწილის, კერძოდ იასენიას გამარჯვებისთვის საკმაოდ დიდი თანხა აიღეთ…

_ არა, არა! სისულელეა, სრული სისულელეა!

_ ანუ, გამორიცხავთ თქვენი მხრიდან თანხის აღებას?

_ არც ყოფილა მსგავსი შემთხვევა, ვიღაც ჭორებს რომ გვივრცელებს, არ ნიშნავს, რაიმე ხდება. სტაფიც მუშაობს და გააგრძელებს მუშაობას. კაცმა არ იცის ვინ გაიმარჯვებს, დაელოდეთ ხვალინდელ დღეს. ვინ რას ლაპარაკობს, ეგრე არ შეიძლება. ინფორმაცაცია არ შეესაბამება სიმართლეს, არ დგას დღის წესრიგში სტაფის წევრების დათხოვნა, არც ხდება და არც მოხდება. ვიღაც ნერვიულობს და ფიქრობს, ვიღაცას შიში აქვს, ერთმანეთზე რაღაცეებს ავრცელებენ. მონაწილეები ყველა დაძაბულია, ერთმანეთზე მიდის ეჭვიანობა და, მხოლოდ და მხოლოდ, ამის ბრალია, მსგავსი ინფორმაციების გავრცელება.“

მართალია, „ქრონიკა+“-სთან პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გენერალური პროდიუსერი ნოე სულაბერიძე კულუარულ ინფორმაციას უარყოფს და არ ადასტურებს მისი მხრიდან, პროექტში ერთ-ერთი მონაწილის – იასენიას გამარჯვებისთვის აღებულ თანხას, მაგრამ კონფიდენციალური წყარო აცხადებს, რომ სკანდალი გარდაუვალია.

სხვათაშორის, იმავე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა „ქრონიკა+“-მა თვითმმართველობის არჩევნების ღამეს, ეგზიტპოლების „არითმეტიკასთან“ დაკავშირებით „ტელეიმედში“ მენეჯმენტის ცვლილების ინფორმაციაც, რომელიც დღეს უკვე დადასტურებულია.