მთავარი მსოფლიო უელსის რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი მატჩის დროს გარდაიცვალა

უელსის რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი მატჩის დროს გარდაიცვალა

1703
0
გაზიარება

11195336_837104299717117_828871319_n

უელსის რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი დენი ჯოში , რომელიც  ინგლისის  დივიზიონის კლუბ ,,კიტლი კუგარსში“ თამაშობდა, ერთ-ერთი მატჩის დროს ინსულტი მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა. იუწყება სააგენტო Reuters-ი. მატჩის მსვლელობის დროს, მეოთხე წუთზე, ჯოში თანაგუნდელმა შეცვალა, მოედნიდან გამოსული 29 წლის უელსელი რაგბისტი, ყველასათვის მოულოდნელად უგონოდ დაეცა. ექიმებმა ის უახლოეს საავამდყოფოში გადაიყვანეს, თუმცა აღნიშნულ შემთვევაში მედიცინა უძლური აღმოჩნდა. დაპირისპირებულმა გუნდებმა თამაშის გაგრძელება არ ისურვეს. ჯოში, რომელმაც საკუთარი კარიერის მანძილზე უელსის ნაკრებში, რამოდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაში თამაში მოასწრო, ხუთი თვის ტყუპების მამაა.

დატოვეთ კომენტარი