ნემცოვის მკვლელობის მთავარი მოწმე ანა დურიცკაია კიევიდან გაიქცა

34დ

ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარი მოწმე, თავად ნემცოვის მეგობარი გოგონა, უკრაინელი ფოტომოდელი ანა დურიცკაია, კიავიდან გაუჩინარდა. როგორც უკრაინელი ლამაზმანის მოსკოველი ადვოკატი ვადიმ პროხოროვი აცხადებს, დურიცკაია უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისთვის ზუსტი ადგილი უცნობია. ,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ანა დურიცკაია უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა ზუსტი ადგილი ჩემთვის უცნობია. ვიცი მხოლოდ ის, რომ ჟურნალისტების მიერ, ნემცოვის მკვლელობის მთავარი მოწმის მიმართ, გამოწვეული დიდი ინტერესის გამო, მას არ სურდა მედიასთან კონტაქტი. ვიმედოვნებ, რომ ის უკრაინას არ დატოვებს და გამოძიებას არ დაემალება. საჭიროების შემთხვევაში მე შევეცდები მასთან კონტაქტი დავამყარო“ – აცხადებს ვადიმ პროხოროვი.