„ვერ მოვასწარით, „დაიბრიდა!“ – სერგო თეთრაძის საქმე (სტენოგრამა)

nax

სკანდალური ფარული ჩანაწერი, რომელსაც დღეს ვაქვეყნებთ 2012 წლის 13 ნოემბრით თარიღდება. საუბარი, სავარაუდოდ, ჩაწერილია სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში. სამხედრო პოლიციის მაღალჩნოსანი ესაუბრება პატიმარს, რომელიც აცხადებს რომ საკნიდან უყურებდა, როგორ მხეცურად აწამეს და მოკლეს სერგო თეთრაძე.

ჩანაწერში პოლიციის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ  პატიმართან გააგზავნა მინისტრმა ირაკლიმ, რომელიც დეტალურად იქნება ინფორმირებული ამ შეხვედრის შესახებ.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ოპერატიულად გამოეხმაურა „ქრონიკა+“-ის მიერ გავრცელებულ ანონსს. ჩვენ ჩანაწერის სრული ვერსია უკვე გადავეცით გამოძიებას.

ვინ ირაკლი – ალასანია თუ ღარიბაშვილი?

ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

 

 

პატიმარი: მკლავდა, რაა! წავართვი დანა და დავჭერი… თავიდან მკვლელობის მცდელობით აღმიძრეს…

ზ.ჩ.: ხო…

პატიმარი: მარა მერე საპროცესო გავაკეთე. „ცვეტში“ რომ დაინახეს, რა იყო, ჩვენებიდან ერთი 40 კაცი დაჰკითხეს, ისიც, დაზარალებულიც აქ არის.

ზ.ჩ.: აქ არის ის ბიჭიც?

პატიმარი: ჩემი ძმაკაცის, პატიმარია ისიც, ორივე სიძე-ცოლისძმა ორივე პატიმარია, მაგათი მამა მოკლა ცემით. 6 წლის ბავშვი ყავს, დამირეკეს… ჩემს ეზოში. დამირეკეს ესე ესეო, პატიმარი ძმაკაცის იმედზე ტოვებს ოჯახს…

ზ.ჩ.: კი.

პატიმარი: დამირეკეს, მივარდი. მეთქი, ბიჭო არა გრცხვენია, როგორ დაარტყი ხელი?.. გამომივარდა ამ თავისი „საპოჟნიკის“ ცეხი ჰქონდა… მკლავდა, რაა! წავართვი, დავჭერი იმ თავის დანით და მერე წავედი, ვიმალებოდი, მარა ამან დაწერა ყველაფერი და დამიჭირეს, პირობითში ვიყავი…

ზ.ჩ.: ახლა რამდენი დაგრჩა?

პატიმარი: ახლა უკვე „უდოზე“ ვარ!

ზ.ჩ.: „უდოზე“ ხარ!

პატიმარი: 15 აპრილს პრეზიდენტის შეწყალება შემეხო, გამინახევრეს. ჰოდა… მითხრა, 3 ოქტომბრიდან „უდოზე“ ვარ. თქვენი სახელი, ბოდიში?

ზ.ჩ.: ზურა, ზურა ჩიკვაიძე! გიორგი, მე სხვა საქმეზე ვარ თქვენთან მოსული, ირაკლიმ გამომაგზავნა, ხომ იცი?

პატიმარი: ვიცი, კი მარა, ბატონო ზურა, რაშია, იცით, საქმე, მე აქ არა ვარ დაცული, მე ახლა „უდო“ დავწერე, ყველა ვარიანტში… თქვენ თვითონაც გეცოდინებათ, 117-ის პირველი ნაწილი, ყველა ვარიანტში ამნისტიაში იჯდება, ხო?

ზ.ჩ.: კი!

პატიმარი: თუ ამნისტიაში არ ზის „უდო…“ „ნარუშენია“ არ მაქვს, აგერ არის მურადი, ჰო?

ზ.ჩ.: მესმის!

პატიმარი: „ნარუშენია“ არ მაქვს, საყვედური არ მაქვს, ნაკლებად მძიმე დანაშაულია, 15 აპრილს ვარ შეწყალებული… მე ახლა ზეპირად, პრობლემა არ არის, გაგესაუბრებით… მე რაც ვიცი, მე, უბრალოდ, თავს ვალდებულად ვთვლი, პატიმრებს ისეთ რამეებს უშვებოდნენ, რომ ეს ნაძირალები უნდა დაისაჯონ, რაა!

ზ.ჩ.: აჰა!

პატიმარი: მე მაგ შემთხვევიდან გამომდინარე და არც იმის გამო, რაღაცა და რაღაცა…

ზ.ჩ.: ვიცი, ვიცი! დაცვას რაც შეეხება, ის ინფორმაცია, რასაც შენ მე მეტყვი, ეს არის სუფთა კონფიდენციალური ინფორმაცია, ეს ეცოდინება მარტო მინისტრს და მე. ამას არ გამოვიყენებ!

პატიმარი: არ არი პრობლემა…

ზ.ჩ.: მე მინდა, უბრალოდ, ოპერატიული ინფორმაცია, რომ თქვენ რამე ის არ შეგემთხვეთ… მაგის გარანტიების მოცემა და ის შეიძლება იმდენად, რამდენადაც ეს არის სუფთა როგორი ინფორმაცია, იცი? საიდან, როგორ… თქვენ რა შეხება გქონდათ ამ თემასთან დაკავშირებით?

პატიმარი: გლდანში ადმინისტრაციული შენობა რომ არის, მაქ დგას პირველი კორპუსი, აი, ამ კამერაში ვიჯექი მე!

ზ.ჩ.: კი!

პატიმარი: 106-ში, თუ 105-ში!

ზ.ჩ.: ხო!

პატიმარი: ქვემოთ შუქი იყო 10 საათზე!

ზ.ჩ.: როდის ხდება ეს?

პატიმარი: სექტემბერია… 22 თუ 23, რაა! მე დავიმახსოვრე…

ზ.ჩ.: პატარა ჩანაწერებს გავაკეთებ, რაა?

პატიმარი: კი, პრობლემა არაა.

ზ.ჩ.: ესე იგი, პირველ კორპუსში იჯექი…

პატიმარი: კამერა არ მახსოვს, 105, ან 106.

ზ.ჩ.: 105 ან 106. ვინ იჯდა თქვენთან ერთად?

პატიმარი: იჯდნენ. ნუ, 5 კაცი იყო, გვარებიც ვიცი, უბრალოდ, მე „პად უდარ“ არ მინდა, დავაყენო…

ზ.ჩ.: მომისმინე…

პატიმარი: მე არ მეშინია.

ზ.ჩ.: კაცები ვართ და მე რასაც შენ შეგპირდები, ის წინ არ დაგხვდება არასოდეს. კაი, ეს მერე დავაკონკრეტოთ, ეს ზოგადად მომიყევით, აბა, რა იყო… და დაახლოებით 10 საათზე…

პატიმარი: 10 საათზე არა, დაახლოებით 11 ხდებოდა, შეიძლება 11-ის ნახევარი… აი, როგორი ბღავილი მესმის, იცი, ბატონო ზურაბ, რას შევადარო, არ ვიცი, აი, დღემდე არ ამომდის ყურიდან. აი, წარმოიდგინეთ, უნარკოზოდ რომ ხელს აჭრიდნენ, ან ფეხს.

ზ.ჩ.: გავიგე!

პატიმარი: აი, ეგეთი ბღავილი. იქ მიჩვეული ვიყავით წივილ-კივილს, „კარანტინი“ იყო და ბუზის გაფრენა ისმოდა. „კარანტინში“ რომ კლავდნენ ხალხს, ყველაფერი ვიცოდით, ასე თუ ისე, მიჩვეულები ვიყავით. აი, ცხოველის ბღავილის ხმა და… ავდექი, მეორე სართულზე ვიწექი, ჩამოვედით სუყველა და გავიხედე ქვევით _ ის არის, რა ქვია, ესეთი ფანჯრებია, რაა… შუქი როცა ჩამქრალია ყველგან და შუქები არის იქ, ყველაფერი ჩანს და დავინახე ესეთი ფაქტი _ „მასკიანები“, შავ „მასკიანები“…

ზ.ჩ.: დაინახე შავი „მასკიანები“…

პატიმარი: „დუბინკებით“ როგორ აწამებდნენ შიშველ ვიღაც ჭაღარათმიან კაცს.

ზ.ჩ.: ეს დერეფანში ხდება?

პატიმარი: არა!

ზ.ჩ.: კამერა…

პატიმარი: კამერაში!

ზ.ჩ.: კამერას ხედავთ როგორ? ესე იგი, ღია არის კამერა?

პატიმარი: არა, ფანჯრიდან ვხედავ ფანჯარაში კამერას! შუქები ანთია და იქ ყველაფერი ჩანს!

ზ.ჩ.: ააა, გასაგებია… „დუბინკებით“…

პატიმარი: აწამებდნენ…

ზ.ჩ.: აწამებდნენ…

პატიმარი: შიშველი, აბსოლუტურად შიშველი იყო… ვიღაც ჭაღარა კაცი. მე არ ვიცი, მერე გეტყვი, მე საიდან დავაფიქსირე.

ზ.ჩ.: ჰო! კი… ჭაღარა კაცს. ესე იგი, კარგად რომ გავერკვე მე _ კამერის სარკმლიდან ჩანს ის კამერა?

პატიმარი: კი! საგამოძიებო ექსპერიმენტიც შეგიძლიათ ჩაატაროთ, ოღონდ ღამე, ჩამქვრალი რომ უნდა იყოს…

ზ.ჩ.: ამას უყურებს თავისი კამერის სარკმლიდან… მეორე კამერაში იყურები შენ.

პატიმარი: პირდაპირ „ფუქსებში!“

ზ.ჩ.: პირდაპირ?!

პატიმარი: „ფუქსებში!“ ქვევით „პადვლებში“, სადაც „კარანტინია“, რაა… „კარანტინის“ აქეთ ცარიელი ოთახებია, სასამართლოზე სადაც მიჰყავთ ხალხი.

ზ.ჩ.: „კა-რან-ტი-ნის“ კამერაში!

პატიმარი: „კარანტინი“ მაინც სხვაა, „ფუქსები“ ქვია, რაა!

ზ.ჩ.: „ფუქსებში“… ხო! თქვენც უყურებთ და სხვებიც…

პატიმარი: სხვებიც, აბა, რაა! ჩემს ქვევით კამერაა, ჩემს გვერდით კამერაა, ყველას ნანახი აქვს, რაა!

ზ.ჩ.: ამას აფიქსირებენ ერთად კამერაში მჯდომი პირებიც. ახლა ჩამომითვალე, აბა, ვინ იყო შენთან კამერაში!

პატიმარი: ბექა ხომასურიძე…

ზ.ჩ.: ბექა ხო-მა-სუ-რი-ძე!

პატიმარი: რიბაშვილი!

ზ.ჩ.: სახელი?

პატიმარი: სახელი არ მახსოვს, რიბაშვილი ისეთი გვარია, რაა! ერთია თუ ორი სულ! სოლოლაკელია, იმაში ზის, მე მგონი, ორთაჭალაში…

ზ.ჩ.: ხო, რიბაშვილი!

პატიმარი: ქობულაშვილი ჯუმბერი, ეგ ქსანშია… ქობულაშვილი ძველი ბიჭია, მარა ამათ წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას.

ზ.ჩ.: ქო-ბუ-ლაშ-ვი-ლი ჯუმ-ბე-რი…

პატიმარი: მამუკა იობაშვილი!

ზ.ჩ.: მა-მუ-კა ი-ო-ბაშ-ვი-ლი…

პატიმარი: იობაშვილს გეტყვით ახლა, ვინ არის. მუხაძეს დედა ყავს იობაშვილი.

ზ.ჩ.: ხო.

პატიმარი: მაგრამ არავითარი ნათესაური კავშირი არაა, „პროსტო“ დახვდა, რა. მამუკა იობაშვილი არის ბიზნესმენი, ტელევიზიის გვერდზე რომ პროფილაქტიკებია…

ზ.ჩ.: ხო!

პატიმარი: აი, მაგის „ხაზეინია!“ და ორივე „პადელნიკთან“ ერთად იყო დაჭერილი, მაგის „პადელნიკიც“ გვერდზე მეჯდა კამერაში. ეს მამუკა ისეთი, ნორმალური ბიჭია, უბრალოდ, ეს მე მახსოვს, დახვდა, რომ მოიყვანეს იობაშვილი. ამოაცილა ფაცაციამ _ დედა ყოლია იობაშვილიო… ესენი უყურებდნენ. და ზუსტად 5 წუთში, აი, ამ წამების მერე სამი „მასკიანი“ „ბეზრუკავკებში“… ზუსტად 5 წუთში ატყდა ერთი ამბავი, გაქცევა-გამოქცევა. ვხედავ ქვევიდან ამორბის „ბასტი“.

ზ.ჩ.: ეგ ვინაა?

პატიმარი: ეს არის ციხის თანამშრომელი, რომელიც, მე მგონი, ახლა დაჭერილია, აი, ორი პატარა ბიჭი როა ფაცაციასთან და მაგათთან ერთად დაჭერილი, მეგრელი ბიჭი, არ ვიცი, ფარულავა თუ თოლორდავა… ზუსტად არ ვიცი…

ზ.ჩ.: ჰო…

პატიმარი: და გამორბის „ბასტი“ ქვევიდან!

ზ.ჩ.: ანუ ეს „ბასტი“ „კლიჩკაა?!“

პატიმარი: ხო, „კლიჩკაა“, მთელი ციხე „ბასტით“ იცნობდა, ყველამ იცის!

ზ.ჩ.: გამორბის „ბასტი“… ციხის თა-ნამშ-რო-მე-ლი.

პატიმარი: და შემორბის პირველ კორპუსში!

ზ.ჩ.: შე-მორ-ბის პირ-ველ კორპუსში…

პატიმარი: და უცებ მორბის ექიმებთან ერთად.

ზ.ჩ.: კორპუსში ექიმებთან ერთად შემოდის?

პატიმარი: ექმიებთან ერთად გამორბის ამ კორპუსიდან, უკვე იქ ჩაყავს ექიმები, რაა…

ზ.ჩ.: ექიმებთან ერ-თად ჩა-დის…

პატიმარი: ჰო!

ზ.ჩ.: ექიმებთან ერთად ჩადის იმ ადგილას!

პატიმარი: ამ დროს გამოდიან მუხაძე და ვიქტორა… ყაჭეიშვილი!

ზ.ჩ.: საიდან გამოდიან?

პატიმარი: მაქ, კარანტინიდან…

ზ.ჩ.: ანუ იმ ოთახიდან, ხომ?

პატიმარი: ხო, და… მუხაძე კამერაში შევიდა, დავინახე, რომ შევიდა და ვიქტორა არ დამინახავს!

ზ.ჩ.: ამ დროს კა-მე-რი-დან გამოდის…

პატიმარი: კამერა კი არა, კორპუსია, სადაც „კარანტინი“ არის…

ზ.ჩ.: ჰო, „კარანტინის“ კორპუსიდან!

პატიმარი: მუხაძე და ყაჭეიშვილი, ვიქტორა!

ზ.ჩ.: კა-რან-ტი-ნის კორ-პუ-სიდან მუხაძე და ვიქტორა… ვიქტორა რა გვარია?

პატიმარი: მე მგონი, ყაჭეიშვილი, ზუსტად არ ვიცი, დაჭერილია.

ზ.ჩ.: ჰო, ყაჭეიშვილი…

პატიმარი: და მესამე ვიღაცა ტიპი პიჯაკში, ჩვენ რომ დავაფიქსირეთ, ვიღაც დეპარტამენტიდან უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ თანამშრომელი არ იყო.

ზ.ჩ.: ვიღაც უცნობი… პიჯაკში?

პატიმარი: სულ იქ იდგა! თანამშრომელი არ იყო, დარწმუნებული ვარ, რაა! ზუსტად რამდენიმე წუთში ესენი ისევ ჩადიან იქ…

ზ.ჩ.: ზუსტად რამდენიმე წუთში… იქ ჩადიან, სამივე…

პატიმარი: ეს სამივე იქ ჩადიან თუ არა, არ ვიცი, იმ კორპუსში შედიან, „კარანტინის“ კორპუსში.

ზ.ჩ.: იქ ჩა-დი-ან ისევ.

პატიმარი: კორპუსში… გამოდის ის „ბასტი“

ზ.ჩ.: კორ-პუს-ში გა-მო-დის ბასტი…

პატიმარი: და უყვირის „ქათმებს“.

ზ.ჩ.: უყ-ვი-რის…

პატიმარი: „ქათმებს!“

ზ.ჩ.: „ქათ-მებს“… ცალკე ზიან ესენი?

პატიმარი: ჰო, „ქათმებს“, „აბსლუგა“, რა, ვინც ალაგებს, ბინძურ საქმეს ვინც აკეტებს.

ზ.ჩ.: ჰო!

პატიმარი: უყვირის „ქათმებს“: ჩქარა საკაცე მოიტანეთ, თქვენი დედა მოვტ…ან.

ზ.ჩ.: ამას ვინ ყვირის?

პატიმარი: „ბასტი!“

ზ.ჩ.: ჩქარა საკაცე მოიტანეთ…

პატიმარი: ჩქარა, სირბილითო, რაა!

ზ.ჩ.: ჰო!

პატიმარი: ზუსტად რამდენიმე წუთში მოაქვთ ამ „ქათმებს“ საკაცე.

ზ.ჩ.: რამ-დე-ნი-მე წუთში მოაქვთ საკაცე.

პატიმარი: და რომ მივიდნენ ახლოს, „ბასტიმ“ უთხრა, _ დააგდეთ ახლა ეს საკაცე და „დავაი“, უკან გაიქეცით, თქვენი დედაო!

ზ.ჩ.: სა-კა-ცე დატოვეთო…

პატიმარი: მე ეხლა, როგორც მივხვდი, „ტრუპი“ რომ არ დაენახათ, რაა! ამ დროს აიღო, ჩაიტანა ეს საკაცე და ამ „ბასტიმ“, მილიარდპროცენტიანს გეუბნები…

ზ.ჩ.: ჰო…

პატიმარი: ამ „ბასტიმ“ გადაასვენა და ვიღაც სამმა ოფიცერმა. აი, ეს „ბასტი“ უნდა აალაპარაკოთ, მაგან იცის ყველაფერი და „ქილერა“ ყაჭეიშვილი, ეხლა მე ოლეგა ფაცაციამ დამაინვალიდა, ცალ ყურში არ მესმის, მარა მე ამის გამო, ჩემ გამო ადამიანს არ ვუჩივლებ და ნაღდად არ მინახია…

ზ.ჩ.: არ გინახია!

პატიმარი: არ მინახია… მერე ღამე კი ეზოში დადიოდნენ… არ მინახია, რაა!

ზ.ჩ.: „ბასტიმ“ და ვინ?

პატიმარი: „ბასტიმ“ და ვიღაც სამმა ოფიცერმა, პირმა არა, „იმენნა“ ოფიცრები იყვნენ, ფორმა ეცვათ…

ზ.ჩ.: თქვენი? სასჯელაღსრულების ოფიცრებმა?

პატიმარი: ჰოო! ბადრაგმა გადაიყვანეს… ამ დროს ამოვიდა ეს სამივე ისევ _ ვიქტორა, მუხაძე და ის პიჯაკიანი.

ზ.ჩ.: ამ დროს ა-მო-ვიდ-ნენ მუხაძე, ვიქ-ტო-რა… ვიქტორა ვინაა?

პატიმარი: ყაჭეიშვილი, აი, ისა, უსაფრთხოების უფროსი ვინც იყო, რა…

ზ.ჩ.: ყაჭეიშვილი… ის მესამე?

პატიმარი: ის მესამე პიჯაკიანი და ისევ იდგნენ ეზოში.

გამომძიებელი: და იდგნენ ეზოში…

პატიმარი: რამდენიმე წუთის მერე მოდის ერთ-ერთი ოფიცერი, „ბასტი“ არა ოღონდ, ვიღაც სხვა ოფიცერი…

ზ.ჩ.: ჰო!

პატიმარი: მე „ცვეტში“ რაც იყო, იმას გიყვები, რაა!

ზ.ჩ.: კი, კი!

პატიმარი: მოდის და იძახის ეგეთ სიტყვებს ხმამაღლა, მე გავიგე: ვერ მოვასწარი, „დაიბრიდა!“

ზ.ჩ.: იძახის…

პატიმარი: რო „დაიბრიდაო!“ მკვდარია…

ზ.ჩ.: „და-იბ-რი-დაო…“ ვერ მოვასწარიო, ხო?

პატიმარი: არა, ვერ მოვასწარიო, ეგ არ მახსოვს კარგად „ცვეტში“…

ზ.ჩ.: აჰა! ეს იყო შენი პირველი ეპიზოდი, აი, ამასთან დაკავშირებით? ანუ რაც დააფიქსირე ამ პიროვნებასთან მიმართებაში?

პატიმარი: კი, ეგ იყო!

ზ.ჩ.: ამის შემოსვლა, გასვლა…

პატიმარი: აი, მაგის შემოსვლა სულ ახლა „რეშკასთან“, ისეთი კორპუსია, ხალხი სულ მიყავთ-მოყავთ, ჩანს, რაა. მერე და მერე რას ვაფიქსირებ…

ზ.ჩ.: ჰო!

პატიმარი: სიჩუმე იყო, რაა… რატომღაც, არ იყო პატიმრები და წინა „დეპეენკას“, ერთი ოთახია, რაა… ერთი ოფიცერი მოდიოდა, „პალაჩია“, სახელი ნაღდად არ ვიცი, არ იყო ჩემი ოფიცერი… „დეპეენკის“ ოთახიდან ვიღაცა იძახის, _ არ წახვიდეო არსადო! და _ რა ხდებაო? _ ის მოყავთო!

ზ.ჩ.: გავიგე. ეგ როდის ხდება?

პაატიმარი: დღისით, სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა…

ზ.ჩ.: იმ დღეს?

პატიმარი: ჰო, იმ დღეს ზუსტად! „დეპეენკის“ ოთახიდან ვიღაცა ეძახის ოფიცერს, ის ოფიცერი სახეზე რომ მანახო, ვიცნობ! დაბალი ბიჭია, დაკუნთული, ესეთი ჯანიანი!

ზ.ჩ.: „ხარაშო“, იმ დღისით… ესე იგი, რა ქვია მაგას?

პატიმარი: „დეპეენკას“ ოთახიდან…

ზ.ჩ.: რას ნიშნავს?..

პატიმარი: „დეჟურნი პამოშნიკ ნაჩალნიკა კალონიი“

ზ.ჩ.: გავიგე! ანუ მორიგის ოთახიდან.

პატიმარი: ჰო, მორიგის ოთახიდან უყვირის ოფიცერს.

ზ.ჩ.: ოთახიდან ვი-ღაც უყ-ვი-რის ო-ფი-ცერს…

პატიმარი: ერთ-ერთ „პალაჩ“ ოფიცერს, რაა!

ზ.ჩ.: რომელსაც სახეზე ამოიცნობს, რამე რომ იყოს…

პატიმარი: კი!

ზ.ჩ.: და ეუბნება…

პატიმარი: არსად არ წახვიდე, ის მოყავთ!

ზ.ჩ.: ე-უბ-ნე-ბა, არ-სად არ წახ-ვი-დე, ის მოყავთ!

პატიმარი: ეს ხდება დღის 2 საათზე, ალბათ. ეს უკვე ღამე მოხდა.

ზ.ჩ.: გავიგე! ორ სა-ათ-ზე!

პატიმარი: ეს ყველაფერი საიდან მივხვდი, რომ ეს თეთრაძე იყო…

ზ.ჩ.: ჰო!

პატიმარი: მეორე თუ მესამე დღეს „პალიტრას“ ვუსმენდით იქ სულ, ახლა ირაკლი მეგობარია ჩემი, ბავშვობიდან…

ზ.ჩ.: ჰო!

პატიმარი: ინგა გრიგოლიამ მიტინგი გამართა, არ მახსოვს თავდაცვის სამინისტროსთან თუ გორში გამართა.

ზ.ჩ.: ხო!

პატიმარი: რომელიღაც დაწესებულებასთან, მაგას თვითონაც დაადასტურებს და იძახის ესეთ რამეს, _ გუშინ თუ გუშინწინ გლდანის ციხეში წამებით მოკლეს ჩვენი პარტიის წევრი, პოლკოვნიკი თეთრაძე.

ზ.ჩ.: ხო!

პატიმარი: და „ვსო“, ეგ იყო, რაა! აი, მანდ მივხვდი, რომ მეთქი, ეგაა რა, მეორე დღეს!

ზ.ჩ.: მეორე დღეს იყო ეგა?

პატიმარი: თუ მესამე დღეს, შეიძლება, რაა!

ზ.ჩ.: კარგი! ესე იგი, თქვენ, ფაქტობრივად, ამ თეთრაძესთან დაკავშირებით მარტო ეს ერთი ეპიზოდი გაქვთ. ესე იგი თქვენ იძახით, რომ ეს იმ დღეს შემოიყვანეს… იმ დღეს კი არა, 2 საათზე გააფრთხილეს ამათმა…

პატიმარი: არ ვიცი, შეიძლება სხვა რამე იყო, მარა მე ვუკავშირებ ამას!

ზ.ჩ.: კარგი! სხვა ვინმე პირები ხომ არ შეგიმჩნევიათ ამ პერიოდში, რომელიც არ იყო დაკავშირებული სასჯელაღსრულებასთან?

პატიმარი: აი, ეს პიჯაკიანი…

ზ.ჩ.: ეს პიჯაკიანი ერთი! აღწერილობა რამე ხომ არ გახსოვს?

პატიმარი: დაბალი, რაა!

ზ.ჩ.: ერთადერთი ეს პიჯაკიანი იყო იმ პერიოდში, სხვა არა?..

პატიმარი: ბაჩო არ მინახია!

ზ.ჩ.: ბაჩო და ისინი არა…

პატიმარი: არა, არა!

ზ.ჩ.: ქარდავას იცნობთ?

პატიმარი: არა!

ზ.ჩ.: სახეზე არ იცით?..

პატიმარი: არა!

ზ.ჩ.: ხო, კარგი! კიდევ გაქვთ რამე ისეთი დეტალი დასამატებელი?

პატიმარი: დეტალი ის არის, რო „ბასტი“, ეგ ოპერატიული თქვენი საქმეა, როგორ იზამთ… „ბასტი“ და სამი ძახილის ნიშანი დააწერე, რომ მაგან იცის ყველაფერი. „ატვეჩაი“ ვარ, მილიარდპროცენტიანს გეუბნებით.

ზ.ჩ.: „ბასტი“ და სამი ძახილის ნიშანი, აა, ძმაო!

პატიმარი: აი, ეგ არი, რაა! ეს „ბასტი“, სხვათა შორის, „პალაჩი“ არ იყო.

ზ.ჩ.: ჰო…

პატიმარი: მე არ ვიცი, ეს რატომ გამოიყენეს, იქ ტელევიზორში გახსოვთ, ორი პატარა ბიჭი რომ სცემს?

ზ.ჩ.: ხო, ხო, ხო…

პატიმარი: აეგ არი ერთი, შავი, მურთხი და სხვათა შორის, ბედუკაძესთან არის ვითომ კავშირშიო! აი, ეს „ბასტი“, აი, ორივე ხელს ვდებ, ორივე, თავს ვდებ, ძმაო, სიცოცხლეს ვდებ ჩემს სიტყვებზე, რომ „ბასტიმ“ გადაასვენა „ტრუპი“.

ზ.ჩ.: „ბასტიმ“ „ტრუპი“ გადაასვენა! „ბასტიც“ ესწრებოდა?

პატიმარი: რა თქმა უნდა, შეიძლება იქ ოთახში არ შეუშვეს, მაგრამ გარეთ იყო, „კარიდორში“ იყო და ყველამ ყველაფერი იცოდა.

ზ.ჩ.: კარგი, შენ ის მითხარი ახლა, „ბასტის“ სახელი და გვარი არ იცი, შენ?

პატიმარი: ფარულავა, მე მგონი!

ზ.ჩ.: ფარულავა…

პატიმარი: აი, ახლა ხომ არიან დაჭერილები, ფაცაცია, ვიქტორა, ყაჭეიშვილი…

ზ.ჩ.: ჰო.

პატიმარი: ხუჭუა… ვინაა კიდე? რამდენიმე ოფიცერია… და აქ არი ორი „კლუჩნიკი“ დაჭერილი, რომლებიც იცი, როგორ ადამიანობას იჩენდა, სიგარეტებს გვაძლევდა „კარანტინში“ და… ყველამ იცოდა, თუ ჩვენი ნაცნობი აღმოჩნდებოდა, ყურადღებას იჩენდა, ყურადღება რა იყო ახლა იქ „კარანტინში“, ეგ ვერაფერს ვერ წყვიტავდა, სიგარეტი მოჰქონდა და ეგეთ რაღაცეებში.

ზ.ჩ.: ხო, რა ტკბილ სიტყვას…

პატიმარი: სხვათა შორის ეს ბედუკაძეც! მე ამ ბედუკაძის დამცველი არა ვარ, მაგრამ ბედუკაძეც ეგეთი მასტი იყო, რო შემოგხედავდა, ნორმალურ… სხვათა შორის, ჩვენში დარჩეს, მე მყავს… ჩემს გვერდით ტიპი მოკლა ცემით.

ზ.ჩ.: ბედუკაძემ?

პატიმარი: ბედუკაძემ ცემა. მოკლა როგორ… მაგრად ცემა! ისეთი „პადარკაც“ არ იყო, რაა! მაგრამ, აი, როგორ იყო, იცით? რო შემოგხედავდა, ქალაქელი ხარ, თბილისელი ხარ, „გრამატნი“ მასტი ხარ, სიტყვა-პასუხი იცი, არაფერს… აი, ცოტა მოგრეხილს თუ დაინახავდა იმას, ჰო, რაა… აი, მე ეგ აზრი გამოვიტანე, რაა!

ზ.ჩ.: გასაგებია!

პატიმარი: რა ვიცი, თუ წაადგება ეს ამ საქმეს, მე მზადა ვარ, ოღონდ გამოვიდე, რა აქედან, რა, მე კიდე გეუბნები, ზურა, რაა, აქ მაინც დაუცველად ვარ, რაა! ესენი რას აკეთებენ, არ ვიცი, სულ ამათი ძმაკაცები არიან ისევ აქ, რაა…

ზ.ჩ.: ვნახავ ირაკლის, ვნახავ და… გავისაუბრებთ. წასულია ახლა, მივლინებაშია.

პატიმარი: ვიცი!

ზ.ჩ.: ჩამოვა და მერე მოგაწვდით, შეგეხმიანებით.

პატიმარი: მე არ ვიცი, კომისია… დაწერილი მაქვს განცხადება, დედაჩემიც იყო მისული. მე ახლა არანაირი საფუძველი არ არის, რომ უარი მითხრან, არანაირი, მე ხო გითხარი, ტელვიზიაშიც გამოვალ, თუ საჭირო იქნება, მივალ, სადაც მეტყვით, იქ მივალ. გინდა შალვა რამიშვილთან, გინდა აქუბარდიასთან და ვიტყვი, რაა, პრობლემა არ არის. არ მეშინია, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ესენი უნდა დაისაჯონ და უნდა მიხვდნენ, რას აკეთებდნენ, რაა! მე კიდე გეუბნები, პირადული მე მაქვს ფაცაციასთან, მაგრამ არ ვუწერ მაგ საჩივარს შეგნებულად, რომ ვიღაცამ არ თქვას, რომ აი, გალახა და ამიტომ უწერს საჩივარს!

ზ.ჩ.: ჰო, გასაგებია!

პატიმარი: ეგ არ დამინიხია და როგორ ვთქვა?

ზ.ჩ.: ჰო, არა, ეგ ჩვენც არ გვინდა!

პატიმარი: არა, იქ არ დამინახია. იმ წუთას, აი, მაგ „დვიჟენიებში“ ეგ არ ყოფილა, თუმცა მერე ღამე გაიჩითა, კი, მთელი ღამე ქორივით იყო, დარბოდა…

ზ.ჩ.: ესე იგი, შენ ამ ფაქტთან გქონდა ერთი ეს ეპიზოდი, მაგ ერთდღიანი შეხება, ხო?

პატიმარი: ჰო! მოკლეს ის კაცი. საინტერესო რაა, მე ეგ დღე დავიმახსოვრე, ირაკლის მერე… საჭმელი არ გივჭამია სამი დღე, ისეთ ცუდ დღეში ვიყავით, 23 მახსოვს სექტემბერი, ეგ დაფიქსირებული ხო იქნება „დეპეენკაში…“ როდის გააფორმეს, 23-ში თუ 22-ში? ეგ რომ შეჯერდება ყველაფერი, უკვე დანამდვილებით შეგვეძლება თქმა, მე რას ვხედავდი… „მასკიანები“ ა, ესე, „დრინებით“ ტიპი გააუპატიურეს, რაა! მერე, „დაჟე“, ისიც მახსოვს, ცოლი გამოვიდა და ძალიან ვთხოვო პოლიტიკოსებსო, პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიყვანენო. ეგეც მახსოვს, რაა, აი, მეთქი ეს ქალიც, რა უნდა ქნას-მეთქი! რა ვიცი, ტო, რა ვიცი, ამათთან ესეთი დემოკრატობა…

ზ.ჩ.: კაი, აბა! გისურვებ წარმატებებს და ვეტყვი ყველაფერს, ირაკლის შევხდები, ვნახავ და… აბა, კარგად იყავი!