დედა თამარი მორწმუნეებს ჯვრის მამის მონასტერში მიიღებს!

texti

ჯვრის მამის მონასტრის დედაოს, დედა თამარს იმედიანი და მართალი სიტყვა აქვს. უყვარს განურჩევლად ყველა ადამიანი, შეუძლია ანუგეშოს და დაუბრუნოს ადამიანებს საკუთარი თავის რწმენა და უფლის სიყვარული. მან იმის მაგიერ, რომ ადამიანები სწორ გზაზე დააყენოს, ავადმყოფობისა და საკუთარი ვაჟიშვილის გარდაცვალების გამო, ყველასთვის ჩაკეტა თავისი კელიის კარიც. მიუხედავად იმისა, რომ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლკოს-პატრიარქი ილია მეორე ხშირად ეუბნებოდა, თქვენი სიტყვა და თქვენი სიმართლე სჭირდება თქვენს ხალხს, მიეცით ადამიანებს სულიერი სიმშვიდე და იმედიანი სიტყვა შეაშველეთო.

სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მეგობრებისა და პირადი ექიმის თხოვნით, დედა თამარმა მიიღო გადაწყვეტილება ადამიანებს დაეხმაროს თავისი რწმენითა და სიყვარულით, სცეს მათ ნუგეში, გააძლიეროს ისინი რწმენაში და სისტემატურად შეხვდეს მორმუნეებს ჯვრის მამის მონასტერში.

საკონტაქტო ნომერია 551 104112