ზახარჩენკო დებალცევოსთან ალყაში მოქცეულ უკრაინის არმიას დანებებას სთხოვს

zax

ეგრეთწოდებული დონეცკის თვითგამოცხადებული ,,სახალხო რესპუბლიკის“ ხელისუფლება ადგილობრივი ამბოხებულების მიერ ქალაქ უგლეგორსკის აღების თაობაზე განცხადებას ავრცელებს, რამაც მათ საშუალება მისცათ უკრაინის არმიის დებალცევოს დაჯგუფება ალყაში მოექციათ. ,,დღეს ჩვენ შევძელით დებალცევოსთან დისლოცირებული, კიევის ხელისუფლების მიერ დონბასში გამოგზავნილი სადამსჟელო არმიის ალყაში მოქცევა. ალყიდან გამოსასვლელი ყველა გზა ჩვენს მიერ კონტროლდება. უგლეგორსკი ჩვენია და მას ადგილობრივები აკონტროლებენ. სპეციალური საჯარისო ფორმირების მებრძოლების მიერ, მიმდინარეობს ქალაქის ,,გაწმენდა“. მინდა გულით ვთხოვო, ალყაში მოქცეულ უკრაინელ სამხედროებს, კორიდორს გავაკეთებთ, გზას გავხსნით და ალყის დატოვების საშუელაბს მივცემთ. ბიჭებო თქვენ სასიკვდილოდ გაგიმეტეს. არ გვინდა ამდენი სისხლი, დაგვნებდით! იცოცხლეთ და ჩვენც გვაცოცხლეთ. ეს ხომ ძმათა მკვლელი ომია. კიევის ხელისუფლებამ ბრძანება გასცა უკან დახევის შემთვევაში გესროლონ. დაფიქრდით გთხოვთ“ – აღნიშნული განცხადება, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურმა რუსული ტელეარხის «Россия 24»-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაცია განსაკუთრებით, პრორუსულად განწყობილი მეომრების მიერ დონეცკის აეროპორტის დაკავების შემდეგ დაიძაბა. აეროპორტს ამბოხებულები აკონტროლებენ. დონეცკის მისადგომებთან კი გააფრთრებული ბრძოლაა.