ლევან ჩაჩუა: „კაცი, რომ ფულზე, „NGO”-ზე, ან თანამდებობაზე დახურდავდება, იმასგან რა ბრძოლას უნდა ელოდო?!“

chah

პოლიტპატიმარი ლევან ჩაჩუა, „ქრონიკა+“-ის გუშინდელ ნომერში გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება. სადაც საუბარია იმაზე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც ლაშა ამირეჯიბი და ზურაბ ხუბულაშვილი გენერალ თამაზ თამაზაშვილთან ერთად მინაწილეობდნენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დაფინანსდებოდა პოლიტპატიმრების არასამთავრობო ორგანიზაცია, მინისტრის დავალებით ორგანიზაციის დაფინასებისათვის 20 000 ლარი ლაშა ამირეჯიბს, სწორედ გენერალმა თამაზაშვილმა გადასცა.
„ზოგ პოლიტპატიმარს „არასამთავრობო“ დაუფინანსეს, ზოგის სიჩუმეც პირდაპირ იყიდეს… ჩვენ კი გვიკვირდა, ეს ხალხი რატომ ხმას არ იღებს, რამ დაამუნჯაო… კაცი, რომ ფულზე, „NGO”-ზე, ან თანამდებობაზე დახურდავდება, იმასგან რა სამართლიანობისათვის ბრძოლას უნდა ელოდო?!.. როგორც ჩანს, მსგავსი ადამიანების პოლიტპატიმართა სიებში შეყვანა თავიდანვე გათვალისწინებული სვლა გახლდათ, იფქლთან ერთად ღვარძლიც შეურიეს, რომ მერე, როცა „საჭირო“ გახდებოდა, ყველას სახელი დასვრილიყო, მაგრამ – ვერ მოგართვით ბატონებო!.. ის პოლიტპატიმრები, რომლებიც, წინა და ახალი ხელისუფლების პერიოდში იბრძოდნენ სამართლიანობის აღდგენისათვის, კვლავაც გააგრძელებენ ამ ბრძოლას და ბოლომდეც მიიყვანენ!!!” – წერს ლევან ჩაჩუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.