რატომ ითხოვენ შს მინისტრის გადადგომას?

wss

„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვეტერანი ემზარ ქვარიანი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს „ქრონიკა+“-სთან:

„ალექსანდრე ჭიკაიძის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. მე მას მოუწოდებ დაუყონებლივ გადადგეს. ის რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება, ეს უკვე მეტისმეტია. ალექსანდრე ჭიკაიძეს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ დარჩეს დაკავებულ თანამდებობაზე. გირგვლიანის დედას საფლავის ქვა მოუწამლეს. იური ვაზაგაშვილს საფლავზე გვიფეთქებენ.რა ხდება? ვეკითხები ხელისუფლებას! ეს ის შედეგია, რომ იმ კრიმინალებს სათანადო პასუხი ვერ გაეცა. მეტიც, არც ერთი ზონდერი სამსახურიდან არ არის გაშვებული, მშვენივრად აკონტროლებენ სიტუაციას და როცა უნდათ, მაშინ აფეთქებენ საჭირო ადგილას, საჭირო ნაღმს.“