მთავარი მსოფლიო ჯენ ფსაკი: „ჯონ ქერი და ბარაკ ობამა კუბაში ჩავლენ“

ჯენ ფსაკი: „ჯონ ქერი და ბარაკ ობამა კუბაში ჩავლენ“

608
0
გაზიარება

7

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯენიფერ ფსაკის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი და ქვეყნის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კუბაში ჩავლენ. ,,ჩვენ ამ ნაბიჯს მალევე გადავდგამთ, როგორც კი საჭიროდ ჩავთვლით. ჯერჯერობით ზუსტი თარიღის დასახელებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ ერთს გეტყვით. როგორც კი კუბაში გაიხსნება ამერიკის საელჩო, პრეზიდენტი თავისუფლებისკუნძულს ეწვევა. მანამდე კუბას სახელმწიფო მდივნის თანამშემწე რობეტ ჯეიკობსონი  ,,დალაშქრავს“, რომელიც ძირითადი ამოცანა უმაღლესი დონის დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება იქნება“ – განაცხადა ფსაკმა. მისი თქმით, ორი ქვეყნის ძირითად მიზანს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა წარმოადგენს. ინფორმაციას სააგენტო ,,ТАСС“-ი ავრცელებს.

დატოვეთ კომენტარი