მთავარი მსოფლიო ანგელა მერკელი: „უკრაინის კრიზისის ძალისმიერი მეთოდით მოგვარება შეუძლებელია”

ანგელა მერკელი: „უკრაინის კრიზისის ძალისმიერი მეთოდით მოგვარება შეუძლებელია”

709
0
გაზიარება

ან

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, 9 დეკემბერს, ქალაქ კიოლნში გამართულ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მორიგ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს, უკრაინის კრიზისის ძალისმიერი მეთოდით გადაჭრა შეუძლებლად მიიჩნია. იუწყება ,,Deutsche Welle“. ეს შეუძლებელია მთელი რიგი გარემოებების გამო, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ და არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები ავამოქმედოთ. რუსეთის ფედერაციამ ყირიმის მიერთებით საერთაშორისო ნორმა დაარღვია და ამით ევროპის უსაფრთხოებას დიდი საფრთხე შეუქმნა“ – განაცხადა მერკელმა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით ,,თუ გერმანიამ გადაწყვიტა კარნახის რეჟიმში იცხოვროს ეს მათი პრობელმაა. ევროპა ამით ვერაფერს ვერ მოიგებს, მითუმეტეს თავად გერმანია და არამგონია ანგელა მერკელის პოზიცია გერმანელ ხალხს აღაფრთოვანებდეს. გერმანიის ხელისუფლების ოფიციალურ საიტზე ყირიმის შესახებ გაჩნდა გაურკვეველი მონაცემები, სადაც რუსი ხალხი ნახევარკუნძულის მოსახლეობის რანგში მოხსენიებული არაა. ასე, რომ ჩვენ ფხიზლად ვართ და ამ ყველაფერს სამომავლო ურთიერთობებისათვის აუცილებლად გავითვალისწინებთ“ – განაცხადა ლავროვმა.

დატოვეთ კომენტარი