შტატებში პოლიციელმა კიდევ ერთი აფროამერიკელი მოკლა

a1

არიზონას შტატში პოლიციის ოფიცერმა ტაბელური იარაღიდან გასროლით, შემთხვევით 34 წლის აფროამერიკელი მამაკაცი მოკლა. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა მაშინ გაისროლა, როდესაც შავკანიანი მამაკაცი მისთვის ცარიელი ჯიბეების ჩვენებას სცდილობდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც გაირკვა პოლიციის ოფიცერი იმედოვნებდა, რომ ,,ეჭვმიტანილს“ შარვლის მარჯვენა კიბეში ცეცხლსასროლი იარაღი ედო, მაგრამ საბოლოოდ მოკლულ მამაკაცს მხოლოდ მედიკამენტები აღმოაჩნდა. პოლიციელსა და გარდაცვლილ მამაკაცს შორის გასროლამდე ერთმანეთთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ. ამერიკის რამოდენიმე ქალაქი, უკანასკნელი კვირის მანძილზე საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოსახლეობა, ქალაქ ფერგიუსონში 18 წლის აფროამერიკელი მოზარდის მკვლელობის საქმეში, სასამართლოს მიერ, ეჭვმიტანილი პოლიციელის დარენ უილსონის გამართლებას აპროტესტებს, რომელმაც უდანაშაულო მაიკლ ბრაუნი ტაბელური იარაღიდან რამოდენიმე გასროლით მოკლა. მასობრივი აქციების ფონზე, სამხრეთ კაროლინას შტატის სასამართლომ, აფროამერიკული წარმოშობის მამაკაცის მკვლელ კიდევ ერთ პოლიციელს რიჩარდ კომბზს მკვლელობის ბრალდება წაუყენა. 2011 წელს კომბზმა შავკანიანი მამაკაცის ბერნარდ ბეილის ქალიშვილს ავტომობილის შუშის დაზიანები გამო ჯარიმა ამოუწერა, რის შემდეგაც მას და ბეილს შორის უსიამოვნო შელაპარაკება მოხდა. საბოლოოდ ეჭვმიტანილმა პოლიციელმა ბეილი ადგილზე უმოწყალოდ დახვრიტა. რიჩარდ კომბზი ქალაქ იუტოვილის პოლიციის შეფის თანამდებობას იკავებდა.