საფრანგეთის პარლამენტი პალესტინის აღიარებას ითხოვს

FFF

საფრანგეთის პარლამენტმა რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს პალესტინა, როგორც სახელმწიფო აღიაროს. ინფორმაციას სააგენტო ,,Reuters“-ი ავრცელებს. ევროპის საქმეთა მინისტრი არლემ დეზირი აღნიშნული ინიციატივის წინააღდეგ წავიდა. მისი თქმით ,,პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენამდე პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება უბრალოდ სიმბოლური ნაბიჯი იქნება და რეალობისაგან ძალიან შორს წარმოჩინდება. ჩვენ გვსურს, რომ პალესტინა, როგორც სახელმწიფო შედგეს. ამისათვის აუცილებელია მხარეებს შორის დიალოგი გაგრძელდეს“ ხაზგასმით აღნიშნა ფრანგმა მინისტრმა. რამოდენიმე ხნით ადრე, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის პარლამენტებმა, ანალოგიური ტიპის რეზოლუცია მიიღეს, რომლითაც პარლამანტარები საკუთარი ქვეყნების ხელისუფლებას პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებისაკენ მიუთითებდნენ. რაც შეეხება საფრანგეთის საგარეო სამქეთა მინისტრს, ლორან ფაბიუსს, ის აცხადებს, რომ პარიზი მზადაა ისრაელი-პალესტინის მოლაპარაკებების ჩაშლის შემთვევაში, პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიაროს. ,,ჩვენ ვცდილობთ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დავაბრუნოთ და ეს დიალოგი ორ წელზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს“ – აცხადებს ბატონი ფაბიუსი. პალესტინის სახელმწიფო 1988 წლის 15 ნოემბრის ნციონალური საბჭოს სხდომაზე ,,დაიბადა“, ის ტერიტორიებს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში ფლობს. როგორც სახელმწიფო პალესტინა 135-მა ქვეყანამ აღიარა, მათ შორისაა რუსეთი და შვედეთიც.