ალექსანდრე გრუშკო: ,,რუსეთი ნატოს მკაცრად უპასუხებს”

B4F2C1BF-24C5-49D6-91AE-3490DDFA3011_mw1024_n_s

რუსეთის ფედრეაციის წარმომადგენელმა ნატოსთან მიმართებაში, ალქესანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ კრემლი, ფედერაციის საზღვრებთან ალიანსის საბრძოლო უნარიანობის ამაღლებას მკაცრი ზომებით უპასუხებს. ,,ზომების მიღება უკვე დავიწყეთ და ეს ნაბიჯი არ იქნება მათთვის იოლი გასეირნება. ჩვენ ნატოს ყოველ გადაწყვეტილებას მკაცრად ვაკონტროლებთ და საერთო ანალიზის გაკეთების შემდეგ, შესაბამისად ვიმოქმედებთ. მათი მიზანი ცნობილია. რუსეთის ფედერაცია არავის არ მისცემს უფლებას ქვეყნის მოსახლეობის მშვიდობიან ცხოვრებას საფრთხე დაემუქროს. ალიანსს არანაირი მიზეზი არააქვს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტი გააძლიეროს, თუმცა ეს მაინც კეთდება. დასავლეთი უკრაინის კრიზისს აქტიურად იყენებს საკუთარი მიზენბის განსახორციელებლად. ნატომ მშვიდობის პოლიციელის როლი უკვე დიდი ხანია დაკარგა და შტატები ორგანიზაციის რეანიმაცირებას ცდილობს. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვქონდა საკუთარი შეიარაღება იმ ქვეყნების მიმართულებით მიგვემართა, რომელბსაც დასავლეთი რუსეთის ,,აგრესიით“ აშინებს, მაგრამ საპასუხო ნაბიჯის გადადგმა აუცილებელ პირობას წარმოადგენს“ გრუშკოს განცხადების ციტირებას სააგენტო РИА «Новости»აკეთებს.