ობამა პენტაგონის შეფის თანამდებობაზე რამოდენიმე კანდიდატურას განიხილავს

1399657564_700.hq

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ჩაკ ჰეიგელის წასვლის შემდეგ, პენტაგონის შეფის თანამდებობაზე რამოდენიმე კანდიდატურას განიხილავს.პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით,როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება,ომაბას ფავორიტი შესაძლოა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ეშტონ კარტერი გახდეს.როგორც გაირკვა, კარტერის შანსები მას შემდეგ გაიზარდა, რაც თავდაცვის მინისტრის ასევე ყოფილმა მოადგილემ მიშელ ფლურნოიმ, სამხედრო უწყების შეფის პორტფელზე უარი განაცხადა.კარტერი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 2011 წლიდან 2013 წლის დეკემბრამდე მუშაობდა.აქამდე ის უწყებაში ,პენტაგონის მიერ ახალი შეიაიაღების შეძენას ხელმძღვანელობდა. წყაროს ინფორმაციით, სხვა კანდიდატთა შორის, ქვეყნის შიგა უსაფრთოხების მოქმედი მინისტრი ჯეი ჯონსონი,სამხედრო საზღვაო ფლოტის ყოფილი მეთაური რიჩარდ დანცინგი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანამშენწე აზიის საკითხებში კურტ კემპბელი არიან.