რომის პაპი მუსულმანებს ,,ისლამისტური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გაერთიანებას ურჩევს

ბ

რომის პაპმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტის მსვლელობის დროს, ტერორიტული ორგანიზაციის ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ მებრძოლი მეომრების, ქრისტიან მოსახლეობაზე და სხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებზე თავდასხმა შეაფასა. ,,ფანატიზმი და ფუნდამენტალიზმი საფრთხეს უმქნის მთელ მსოფლიოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ბოროტებას ერთიანი ძალისხმევით უნდა ვებრძოლოთ. მნიშვნელობა არააქვს თუ რომელი რელიგიის წარმომადგენელი დაიღუპება, ადამიანის სიცოცხლის მოსპობის უფლება არავის არააქვს და ეს მომაკვდინებელი სენი უნდა შევაჩეროთ. მადლობა თურქეთის ხელისუფლებას დიდი დახმარებისათვის, რომელიც მილიონახევარზე მეტ იძულებით გადააგდილებული პირის მიმართ გამოიჩინა“ – განაცხადა რომის პაპმა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რეზიდენციაში სტუმრობის დროს. პაპი თურქეთში სამი დღის მანძილზე დარჩება და ფრანცისკი კოლეგებს შეხვდება, რომლების ქვეყნის მოსახლეობის ერთ პროცენტს შეადგენს. კათოლიკური ეკლესიის წინამღვარი კონსტანტინეოპოლის პატრიარქთან ბართოლომეოსთან სტუმრობასაც გეგმავს.