„შვილო, ჰაკიმ! უკვე ვეღარ გაიგებ, ვისი ზვიგენი ვის ზებრაშია!“

Capturedd

მორიგ მიმართვას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე. როგორც წესი, ადრესატი ამჟამადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. რატომ აშინებს 15 ნოემბრით მმართველი გუნდის ლიდერს ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენელი და რატომ ფიქრობს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას შემოლაწუნება სჭირდება:

„ შვილო, ჰაკიმ, რა თქმა უნდა, შენთვის გაუგებარი იყო და ამაში შენს თავს (ფუტუროს) ერთი წამითაც ნუ დაადანაშაულებ, რადგან შიგნით ტვინი არ გაქვს. შენი ფიქრები და ქვეცნობიერებაც კი სულთამხუთავისა და ყოვლისშემძლე მაჯლაჯუნას სამნაოჭიანი გონების ფერმკრთალი ანარეკლია მხოლოდ… მის სამ ნაოჭში კი აფხაზეთის ადგილი არც აროსდროს ყოფილა. ამიტომ ჩაგიტვირთა თავიდანვე, რომ არ ჰგონია, რუსეთის მიზანს მეზობლების მიწების დაპყრობა წარმოადგენდეს. ამიტომ ვერ ხედავდი ამდენ ხანს უკრაინის რეალობას. ამიტომ ხარ დაბნეული დღეს, როდესაც საქართველოს რეალობას შენი უკან გადაზნექილი სხეულით შეასკდი. ამიტომ ვერ მიხვდები ახლაც, რომ ზვი-ძინს ერთი სული აქვს, ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა სრულ სიჩუმეში რაც შეიძლება სწრაფად გადაიფორმოს საბოლოოდ, რათა მის შუშის ნირვანას და ზვიგენთან ნებივრობას ხელი აღარაფერმა შეუშალოს. იმასაც ვერ ხვდები, რომ თუ ხმაური მაინც ატყდა, ეცდება, უკვე დამდგარი შედეგი შენი უნიათობით ახნას. ამიტომ დავარღვევთ ჩვენ ამ ტლუთა ჰარმონიას. ამიტომ მოვალთ 15 ნოემბერს ათასობით, შემოგილაწუნებთ და მყისიერად დაგანახებთ, რომ თუ თქვენს ჩაღრმავებულ ჩამჩუმებელ ჩანაფიქრს ადეკვატურად არ შეცვლით, საქართველოს ხალხი უზრუნველყოფს ამ ცვლილებას და თქვენ ყველანი მაშინ უკვე ვეღარ გაიგებთ, ვისი ზვიგენი ვის ზებრაშია. 15 ნოემბერს, რუსთაველზე!“