გეგმავს თუ არა თემურ იაკობაშვილი „ვარდების რევოლუცია 2-ს?!“

1

„ქრონიკა+“-ს ხელში ჩაუვარდა, სოციალური ქსელით მეშვეობით განხორციელებული პირადი მიმოწერა, რომელიც თავისი შინაარსით იმდენად სკანდალურია, რომ  აუცილებლად მივიჩნიეთ მისი გამოქვეყნება. ვინმე ბერძენი დალილა, რომელიც იპოთეკარების აქციებს ხელმძღვანელობს,  ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე გოჩა ბახია, ამერიკაში მცხოვრები მაცაცო მაზმიშვილი  – ადამიანები, რომლებიც მიმოწერაში საუბრობენ ხელისუფლების შეცვლასა და იმ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაზე, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იქნება.

რა იცის ამ გეგმის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რა შეთანხმებას მიაღწია ე.წ. „საგაფიცვო კომიტეტის“ წევრებმა თემურ იაკობაშვილთან? ამ და სხვა კითხვებზე პასუხები სკანდალური მიმოწერის მეორე ნაწილში.

საუბრის მონაწილე მხარეები: გოჩა ბახია, მაცაცო მაზმიშვილი.

გოჩა ბახია _ გ.ბ.

მაცაცო მაზმიშვილი _ მ.მ.

 

მ.მ.: აქ ვის შევხვდე, ამერიკაში?

გ.ბ.: ჯერ მიშას. არა ომით, არამედ პროტესტებით. სამეგრელოში კაცი არაა, რომ არ დამიდგეს.

მ.მ.: კი.

გ.ბ.: ლოთი კი არა ვარ, ქობალია.

მ.მ.: მაგრამ ეს ომში გადაიზრდება.

გ.ბ.: არა, დამიჭერენ ან რაღაცა ამდაგვარი, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერია, მიზეზსაც ვერ მიპოვიან. მე იქ ბიზნესი არა მაქვს, რომ მიბმული ვიყო. აქ რაც მაქვს, ღიაა და ტრანსპარანტული.

მ.მ.: როდის დავიწყოთ გაფიცვა?

გ.ბ.: უნდა წავიდეთ.

მ.მ.: სად? მე ფინანსურად დაგიჭერთ მხარს.

გ.ბ.: მე წავალ მალე. გუშინ იპოთეკარების აქციის ხელმძღვანელთან ვათანხმებდი გრაფიკს, დალილა ლომანიდთან. მაგათ ყველანაირად ბლოკავენ, პრესას არ აკარებენ.

მ.მ.: მე თანხას მოგცემთ საქმისთვის, პრობლემა არაა.

გ.ბ.: ერთად დავილაპარაკოთ.

მ.მ.: მხოლოდ თუ ფოთის პორტის გაფიცვას უხელმძღვანელებთ?

გ.ბ.: როდის წავალ იქ, ჩემი ბიზნესის წილებს ვყიდი, რომ დამოკიდებული არ ვიყო.

მ.მ.: დაახლოებით, რომელ რიცხვში დავნიშნოთ გაფიცვა ფოთში?

გ.ბ.: ველოდები ჰოლანდიელების გადაწყვეტილებას, იყიდონ ჩემი წილის ნაწილი. სანამ იქ არ ჩავალ, აქედან როგორ გადავწყვიტო? იქ მთელი უშიშროება დაირაზმება.

მ.მ.: მერე უნდა ვიმოქმედოთ სხვანაირად.

გ.ბ.: თბილისში უნდა ავაგოროთ აქციები ამ იპოთეკარი ხალხის მეშვეობით და ვაქცევ უწყვეტ მიტინგად.

მ.მ.: კი, ყველა გამოვა ქუჩაში მოტყუებული ხალხი. ძაან კარგი აზრია. თუ ხალხს ესროლეს?

გ.ბ.: ვერ ესვრიან. ესვრიან და ხელებს დავაჭრი. ისედაც, ევროპაში ეს ხელისუფლება რუსების მონად იციან. რა იარაღი უნდა გაბედონ ამ ქათმებმა? იქ საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დახმარებას, ფულით მაგათ ვერ მოვუგებთ, მაგრამ რაღაც სამოძრაო თანხა ჩვენც გვინდა.

მ.მ.: ნახეთ, ხო, მე სააკაშვილსაც შემიძლია დავუკავშირდე, მაქვს მაგის რესურსი. თქვენი ნებაა. კოორდინაცია აუცილებელია, მე ვიბრძვი ჩემი ქვეყნის რუსებისგან დეოკუპაციისთვის.

გ.ბ.: გასაგებია.

მ.მ.: უნდა გავყარო ეს რუსების ლაქიები. მე რამეში თუ გამოგადგებით, აგერ ვარ.

გ.ბ.: მერე არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი.

მ.მ.: თუ არადა, როგორც გნებავთ.

გ.ბ.: მე არა მაქვს ამბიციები, უნდა დაუკავშირდეთ, ასე მგონია.

მ.მ.: ვის დავუკავშირდე?

გ.ბ.: მე არ მინდა პოლიტიკა, რადგან საოცრად პირდაპირი კაცი ვარ და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს მტრად მოვიკიდებ, ისეთი ენა მაქვს. ვისთან დაკავშირების რესურსიც გაქვთ.

მ.მ.: მაქვს რესურსი სააკაშვილთან და თემურ იაკობაშვილთან.

გ.ბ.: ნახეთ და დაელაპარაკეთ აუცილებლად.

მ.მ.: აუცილებლად და თქვენზეც ვეტყვი.

გ.ბ.: თემური, რამდენადაც ვიცი, ძალიან გაწონასწორებული და წესიერი კაცია.

მ.მ.: კი, შემიძლია დაგაკავშიროთ ტელეფონით ან სკაიპით თემური.

გ.ბ.: უნდა ვეცადოთ, რუსებს გამოვგლიჯოთ კავკასია. ჯერ თქვენ დაელაპარაკეთ. დალილას იმედი მაქვს, მაგრად აწვება აქციებს და ვიცით, რომ არ დავიხევთ ერთად.

მ.მ.: დალილა ვინაა?

გ.ბ.: მაგასაც ჩემსავით მხოლოდ საქმე უნდა, ვინც ხელმძღვანელობს იპოთეკარების აქციებს. ის ქალი ნახევრად ბერძენია.

მ.მ.: საქართველოში.

გ.ბ.: საბერძნეთის მოქალაქეა. ხო იქაა ახლა, არც დაზარალებულია თვითონ, უბრალოდ, ყველა ვერ წაასხა საბერძნეთში და აქ ამ გარემოში თუ არ შეიცვალა, როგორ უნდა გაიზარდოს ხალხიო. ეგაა ამ აქციების გულიც, სულიც და იმედიც.

მ.მ.: გაუმარჯოს.

გ.ბ.: მელოდება სულმოუთქმელად მეორე სუნთქვა გაგვეხსნებაო.

მ.მ.: მე დილას გაგიზავნით თანხას, რაც დაგპირდით. მე თემურ იაკობაშვილს ველაპარაკე და ამ დღეებში შევთანხმდებით შეხვედრაზე.

გ.ბ.: ძალიან კარგი. მანამდის იქ პროცესები, მე მგონი, საკმაოდ ჩქარა წავა. ამ კვირას მივალაგებ ჩემს საქმეებს და წავალ საქართველოში.

მ.მ.: მითხრა, სააკაშვილიც დაესწრებაო. თუ ასეთ სერიოზულ აქციას გეგმავთო, ფოთზე მქონდა საუბარი.

გ.ბ.: კი, ეს გადაწყვეტილია. დალილა მიხედავს მთავრობის სახლს. მე ფოთში გავუჩერებ პორტს. რამდენს გავწვდებით, ვნახოთ, მაგრამ რომ გავაჩერებ, ამის პირობას გაძლევთ. იმათ ესმით, რომ ეს ისეთია, ქვეყანას არტერია დაუკეტო. ბათუმის პორტი თუ შევძელით, მაგრამ არ გპირდებით, მაინც სასიცოცხლო არტერია ხომ უნდა დარჩეს? ხალხის მკურნალობა, მინიმუმ, საკვები მაინც. თან აჭარლები ცოტა უფრო ძნელად დასაქოქი ხალხია. თან წავიყვან ერთ ფინელს, რომელიც იზრუნებს, რომ რამე სახის პროვოკაცია არ მომიწყონ.

მ.მ.: მე გავდივარ, ბატონო გოჩა, ანგარიში მჭირდება. ბატონო გოჩა, ანგარიშს ახლა ვერ გამომიგზავნით? დრო დამჭირდება, თანხები რომ მოვხსნა.

გ.ბ.: ახლავე.

მ.მ.: 5 წუთში გავდივარ.

გ.ბ.: ეხლავე. Bic NDEAFINN FI501262 3500 038034 ზევით არის ბანკის კოდი. გვერდით ანგარიშის ნომერი. Gocha bakhia მიმღებია.

მ.მ.: Bin NDEAFINN  ეს?

გ.ბ.: ეგაა svifti კოდი. ბანკის კოდია. ამ კოდით ხდება ბანკის იდენტიფიკაცია. Nordea bank Firland.

მ.მ.: ოკ.

გ.ბ.: vaakaiei 6A46 04400 Helsinki.

მ.მ.: ორი დღე დამჭირდება, ბატონო გოჩა, 100 ათას ევროს  გადმოვრიცხავ.

გ.ბ.: ამაზე მხოლოდ 20 00.

მ.მ.: ვაა…

გ.ბ.: სხვა მერე ქართულ ანგარიშზე.

მ.მ.: აბა, სხვა თანხა?

გ.ბ.: იქ რომ ჩავალ, მერე…

 

აქ, სრულდება მიმოწერა გოჩა ბახიასა და მაცაცო მაზმიშვილს შორის.