სკანდალური მიმოწერა – გოჩა და მაცაცო ხელისუფლების წინააღმდეგ?!

2

მოხდება თუ არა „ვარდების რევოლუცია 2?“ – ეს ის კითხვაა, რომელზეც მკაფიო პასუხი არც ხელისუფლებას აქვს და არც ოპოზიციას. ვერსიებსა და ვარაუდებს, ხელისუფლებაც გამოთქვამს და უკვე არასაპარლამენტო ოპოზიციაც. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს, ხოლო მისი მოადგილე ლევან იზორია პირდაპირ აცხადებს, რომ სს კოდექსის 315-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია და გამოძიებაც დაწყებული. აღნიშნული მუხლი შეთქმულების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ კოდექსის ამ მუხლს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბჭოთა გადმონაშთი უწოდა, თუმცა „დაავიწყდა“, რომ აღნიშნული მუხლი წარმატებით თავის დროზე ყველა პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გამოიყენა.

ექსპერტები წინააღმდეგობის კერების შექმნას და გაზაფხულის აქციების გენერალურ რეპეტიციას ვარაუდობენ. უფრო რადიკალები ნოემბერში საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასა და „ვარდების რევოლუცია 2“-ის განმეორებას პროგნოზირებენ. კონკრეტულ გეგმებზე საუბარი, როგორც ჩანს, ნაადრევია, მაგრამ მასალა, რომელიც „ქრონიკა+“-ს ხელში ჩაუვარდა, თავისი შინაარსით იმდენად სკანდალურია, რომ  აუცილებლად მივიჩნიეთ მისი გამოქვეყნება.

ვინ არის ბერძენი დალილა, რომელიც იპოთეკარების აქციებს ხელმძღვანელობს? რა კავშირშია საქართველოში დაანონსებულ აქციებთან ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე გოჩა ბახია? ვინ არიან ამერიკაში მცხოვრები მაცაცო მაზმიშვილი და დგას თუ არა ამ პროექტის უკან თემურ იაკობაშვილი? _ ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ის სკანდალური ექსკლუზივი.

საუბრის მონაწილე მხარეები: გოჩა ბახია, მაცაცო მაზმიშვილი.

 

გოჩა ბახია _ გ.ბ.

მაცაცო მაზმიშვილი _ მ.მ.

 

გ.ბ.: ველაპარაკე თეა კანდელაკს და მითხრა, რომ მზადაა, თქვენ გადმოგცეთ ანგარიშები და საბანკო ოპერაციების უფლება და ოფიციალურად გააფორმოს ეს რეესტრში. ფაქტიურად მას არ ეცლება და მზადაა, თქვენ გადმოგცეთ იმ ასოციაციის მართვის უფლება. თუ მოისურვებთ, მზადა ვარ, შეხვედრა მოგიწყოთ და ადგილზე გადაწყვიტოთ, როგორ იმუშაოთ.

მ.ც.: კი, ბატონო გოჩა, აქ გამოგზავნით?

გ.ბ.: ის ქალბატონი ამერიკაში ცხოვრობს, ბრუკლინში.

მ.მ: ფეისი აქვს?

გ.ბ.: კი.

მ.მ.: მომწერეთ.

გ.ბ.: თეა კანდელაკი (უგზავნის ლინკს).

გ.ბ: როგორ გიკითხოთ, ქალბატონო?

მ.მ.: კარგად.

გ.ბ.: იმ თეას ბავშვი ეყოლა და ცოტა ხნით გავიდა თამაშიდან.

მ.მ.: ვნახე, ხო.

გ.ბ.: რამე უნდა ვიღონოთ.

მ.მ.: კი, რა თქმა უნდა, აბა, ვის შევხვდე?

გ.ბ.: დრო არ ითმენს. საქართველოში რაღაცეებს ვაბამ უკვე თავს. მაგალითად, უკვე მზად მაქვს ფოთის საგაფიცვო კომიტეტი პორტში.

მ.მ.: რა გავაკეთო? მე რაც შემიძლია, დაგიდგებით.

გ.ბ.: ესენი ისედაც მისულები იყვნენ საზღვართან, მე ვაკლდი ერთი მუგუზალი. საგაფიცვო კომიტეტი მზადა მაქვს, ფოთის მთავარი პორტის. დანიელების ყოფილა.

მ.მ.: მერე, ეგ რას უშველის საქმეს?

გ.ბ.: იქედან შემოდის სასმელი და საჭმელი.

მ.მ.: უი, ხო.

გ.ბ.: მერე ისაა მთავარი არტერია. მეორე _ ველაპარაკე იპოთეკით დაზარალებულებს და მათ ვინც ხელმძღვანელობს, ჩვენი ხალხია. ასაგორებლად ძალიან კარგია, მუდმივად ყავთ ხალხის მასა 1500 კაცამდის, მერე დანარჩენი ჩვენზეა.

მ.მ.: ის კილაძის სტატია სად ვნახო, ნეტა?

გ.ბ.: არ მიგზავნის, არაფერი ისეთი არააო, რავი, სხვებმა მითხრეს, პასუხადაც არ ღირსო.

მ.მ.: სად ვნახო სტატია? არაა არსად.

გ.ბ.: მეც მომატყუა სალამი. უსინდისო ქალი ეგ ელისო კილაძე, მეც მომატყუა, რაღაც მამაძაღლობა აქვს ჩაწერილი.

მ.მ.: უი, რატო? ძაან საზიზღარი ქალია ეგ ელისოც.

გ.ბ: რა ვიცი, შემპირდა და არ გამომიგზავნა.

მ.მ.: სად უნდა ვნახო? დებილია ეგ ელისო და გაბედავა თავხედი.

გ.ბ.: ეცადე, არ გამოგიწვიონო.

მ.ც.: კი, ეგრეა.

გ.ბ.: ახლობლებმა მირჩიეს.

მ.მ.: რაზე, ვერ გავიგე?

გ.ბ.: ვითომ უზრუნველი ცხოვრება მაქვს და თუ გინდათ მნახოთ, კრეტაზე ვისვენებ ოჯახთან-მეთქი. და ეს მთავრობა, სულ ერთი თვის განმავლობაში მოყომარება შეიძლება. ასე ვეძახდით. ისე გავუხდი საქმეს, აქეთ მეხვეწებოდნენ, წავალთ, ოღონდ თავი დაგვანებეო. ეს მიშა ისევ ამერიკაშია?

მ.მ.: კი. ჩემი საყვარელი პრეზიდენტი.

გ.ბ.: რას აპირებს? ეგუება ამას, რაც ხდება?

მ.მ.: მიმესვლება მე. არა.

გ.ბ.: მაინტერესებს, რას აპირებს? თუ რამეს აპირებს, მათ არ შესწევთ ძალა, რამე ქმედითი  მოიმოქმედონ. ჩემი მიზანია, ისევ ახალი არჩევნებისთვის მივიდეს ქვეყანა, ასე გაგრძელება არ შეიძლება, ამათი დარჩენა, ეს ფაქტია. აზერბაიჯანელი რომ დაწერს, ქართველები რუსების მარიონეტები გახდნენო, სად გინდა დაიმარხო თავი კაცმა? ჩემი ნომერი მიეცით და მზად ვარ, კოორდინაცია მოხდეს.

მ.მ.: არა, ნომერი არ მოსულა.

გ.ბ.: +35414904808, ახლა მოვიდა?

მ.მ.: კი, ნაპერწკლიდან ალი უნდა აენთოს.

გ.ბ.: უნდა კი არა, აუცილებელია. მე რასაც ვპირდები, ვასრულებ ხოლმე და შევუსრულებ ამ ბიძინას. მისი ქონების სრული ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს. მე ამას ვპირდები ქართველებს, გავაგდებ პანღურით ერთ თვეში.

მ.მ.: ფულია საჭირო, დიდი ფული. გაფიცვა როდისთვის დაიწყება?

გ.ბ.: აბა, ნოლი რაზეც უნდა გაამრავლო, იგივე შედეგია, უნდა მოვამზადო დღეს ლოტკინზე.

მ.მ.: მე რაში დაგეხმაროთ?

გ.ბ.: ხალხი თავებს იწვავს, ბინებიდან ყრიან.

მ.მ.: მე შემიძლია შეგიგროვოთ 100 000 დოლარამდე.

გ.ბ.: ზღვის დასახლებიდან ვინც აქციას ხელმძღვანელობს იქა, არ სცალია. მე მგონი, საკმარისია, გაფიცვამ ერთი-ორი თვე გასტანოს.

მ.მ.: დრო დამჭირდება ცოტა, მაგრამ მერე მე ვინ დამიბრუნებს ამ თანხას? ვინ დამიბრუნებს ჩემს ფულს?

გ.ბ.: ამ ხალხს სახლში რომ გავუშვებ, რამე ხომ უნდა მივცე, ხომ არ მოვკლავ შიმშილით? უნდა მოვილაპარაკოთ.

მ.მ.: საგაფიცვოში რამდენი ხართ და ვინეები არიან?

გ.ბ.: მე უფულოდ სახლიდან არ გავდივარ, ისეთი დროა, მეც რაღაც თანხები მაქვს, ისე მთლად არ ვარ. ხალხიც ბლომადაა.

მ.მ.: კომიტეტში საგაფიცვოში.

გ.ბ.: უბრალო ხალხია, მათი სახელები ვერაფერს გეტყვით.

მ.მ.: არ არიან სანდო?

გ.ბ.: მე ვიყავი იქ და  ადგილობრივი ბიჭებია. არა, პირიქით.

გ.ბ.: იპოთეკარებს ეს ქალბატონი ხელმძღვანელობს და ამით უნდა ავაგორო აქციები. მერე თუ დამთანხმდნენ, ვიწყებ ფოთის პორტის გაფიცვას. ყველას ვერ გავფიცავ, მაგრამ დოკერებს  გავფიცავ. ეს ნიშნავს მილიარდიან ზარალს.

მ.მ.: და ამით უნდა ავუგორო აქციები, მომწონს ეს იდეა. თქვენ საქართველოში ბრძანდებით?

გ.ბ.: არა, ჯერ ფინეთში ვარ.

მ.მ.: სკაიპი გაქვთ?

გ.ბ.: ერთი დოკერი იღებს ხელფასს 1000 ლარს.

მ.მ.: ხვალ ვისაუბროთ.

გ.ბ.: სულ მჭირდება 30 დოკერის გაფიცვა და პარალიზებულია პორტი.

მ.მ.: 30 000 ესე იგი.

გ.ბ.: ლარი, მე საშვიც კი გავაკეთე. იქ უსაფრთხოების წესებია. კურსები გავიარე.

მ.მ.: რა საშვი?

გ.ბ.: რომ ვერ შემაფერხონ, საშვი. საშიში ზონაა და უსაფრთხოების კურსები გავიარე. დანიელების ფირმაა, ასე ქუჩიდან არ შეგიშვებენ, ამიტომ წინასწარ დავიზღვიე თავი და მოვემზადე.

მ.მ.: კაი ძაან.

გ.ბ.: დოკერები, როგორც ველოდი, ჩემი ძველი მეგობრები აღმოჩნდნენ, ლტოლვილები, სოხუმელები.

მ.მ.: ვააა!

გ.ბ.: სოხუმელები და შემოგევლოს ჩემი თავიო. და რა უნდა მეთქვა? მოგაკითხავთ-მეთქი.