წითელმა ჯვარმა ებოლას დამარცხების გზას მიაგნო?!

3

როგორც NBC News-ი იუწყება,  წითელი  ჯვრის საზოგადოების, საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივნის, ელხაჯი ას-სის განცხადებით, ებოლას მომაკვდინებელი ვირუსის დამარცხება ექვს თვეში შეიძლება. მისი თქმით ,,იმისათვის, რომ მომაკვდინებელი ვირუსი დავამარცხოთ, პირველ რიგში აუცილებელია დაავადებული ადამიანების სრული იზოლაცია, შემდგომ მათი ხარისხიანი მკურნალობა და გარდაცვლილი პირის საიმედოდ დამარხვა. თუ ამ ნორმებს სრულად დავიცავთ ვირუსის დამარცხება ოთხიდან ექვს თვემდეა შესაძლებელი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს აღნიშნულ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ჩინელები დროულდ აგზავნიამ საჭირო მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას და სპეციალურ ტექნიკურ საშუალებებს. მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები მხოლოდ დეკლარაციების მიღებით შემოიფარგლებიან.“ – აცხადებს ისი. ებოლას ციებცხელება პირველად 2014 წლის თებერვალში გვინეაში გამოჩნდა, შემდეგ ვირუსი მეზობელ სიერა-ლეონეს, ლიბერიას და ნიგერიას მოედო. ოდნავ მოგვიანებით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სენეგალი გამოცხადდა  განგაშის ზონად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით, მომაკვდინებელმა ვირუსმა დღემდე 5000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღსაღნიშნავია, რომ ებოლა ევროპა ამერიკასაც ,,სტუმრობს“.