ფოთის პორტის დოკერების გაფიცვა

1

ვინ გეგმავს ხელისუფლების შეცვლას საქართველოში?

 

მოხდება თუ არა საქართველოში „ვარდების რევოლუცია 2“? _ ეს ის კითხვაა, რომელზც მკაფიო პასუხი არც ხელისუფლებას აქვს და არც ოპოზიციას. ვერსიებსა და ვარაუდებს, პერიოდულად, ხელისუფლებაც გამოთქვამს და არა მთავარი, ანუ არასაპარლამენტო ოპოზიციაც. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ალაპარაკდა და „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო გადატიალების მოწყობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. მინისტრის მოადგილე ლევან იზორია კიდევ უფრო შორს წავიდა და „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ გაგვიმხილა, რომ სს კოდექსის 315-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია და გამოძიებაც დაწყებული. აღნიშნული მუხლი შეთქმულების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ კოდექსის ამ მუხლს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბჭოთა გადმონაშთი უწოდა, თუმცა „დაავიწყდა“, რომ აღნიშნული მუხლი წარმატებით თავის დროზე ყველა პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გამოიყენა. სწორედ ამ მუხლით იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ.

რა შეიძლება მოხდეს გვიან შემოდგომაზე საქართველოში? ექსპერტები წინააღმდეგობის კერების შექმნას და გაზაფხულის აქციების გენერალურ რეპეტიციას ვარაუდობენ. უფრო რადიკალები ნოემბერში საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასა და „ვარდების რევოლუცია 2“-ის განმეორებას პროგნოზირებენ. კონკრეტულ გეგმებზე საუბარი, როგორც ჩანს, ნაადრევია, მაგრამ მასალა, რომელიც „ქრონიკა+“-ს ხელში ჩაუვარდა, თავისი შინაარსით იმდენად სკანდალურია, რომ  აუცილებლად მივიჩნიეთ მისი გამოქვეყნება.

ვინ აპირებს ფოთის პორტის გაფიცვას? ვინ არის ბერძენი დალილა, რომელიც იპოთეკარების აქციებს ხელმძღვანელობს? რა კავშირშია საქართველოში დაანონსებულ აქციებთან ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე გოჩა ბახია? ვინ არიან ამერიკაში მცხოვრები მაცაცო მაზმიშვილი და დგას თუ არა ამ პროექტის უკან თემურ იაკობაშვილი? _ ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ის სკანდალური ექსკლუზივი.

საუბრის მონაწილე მხარეები: გოჩა ბახია, მაცაცო მაზმიშვილი.

 

გოჩა ბახია _ გ.ბ.

მაცაცო მაზმიშვილი _ მ.მ.

 

გ.ბ.: ველაპარაკე თეა კანდელაკს და მითხრა, რომ მზადაა, თქვენ გადმოგცეთ ანგარიშები და საბანკო ოპერაციების უფლება და ოფიციალურად გააფორმოს ეს რეესტრში. ფაქტიურად მას არ ეცლება და მზადაა, თქვენ გადმოგცეთ იმ ასოციაციის მართვის უფლება. თუ მოისურვებთ, მზადა ვარ, შეხვედრა მოგიწყოთ და ადგილზე გადაწყვიტოთ, როგორ იმუშაოთ.

მ.ც.: კი, ბატონო გოჩა, აქ გამოგზავნით?

გ.ბ.: ის ქალბატონი ამერიკაში ცხოვრობს, ბრუკლინში.

მ.მ: ფეისი აქვს?

გ.ბ.: კი.

მ.მ.: მომწერეთ.

გ.ბ.: თეა კანდელაკი (უგზავნის ლინკს).

გ.ბ: როგორ გიკითხოთ, ქალბატონო?

მ.მ.: კარგად.

გ.ბ.: იმ თეას ბავშვი ეყოლა და ცოტა ხნით გავიდა თამაშიდან.

მ.მ.: ვნახე, ხო.

გ.ბ.: რამე უნდა ვიღონოთ.

მ.მ.: კი, რა თქმა უნდა, აბა, ვის შევხვდე?

გ.ბ.: დრო არ ითმენს. საქართველოში რაღაცეებს ვაბამ უკვე თავს. მაგალითად, უკვე მზად მაქვს ფოთის საგაფიცვო კომიტეტი პორტში.

მ.მ.: რა გავაკეთო? მე რაც შემიძლია, დაგიდგებით.

გ.ბ.: ესენი ისედაც მისულები იყვნენ საზღვართან, მე ვაკლდი ერთი მუგუზალი.

საგაფიცვო კომიტეტი მზადა მაქვს, ფოთის მთავარი პორტის.

დანიელების ყოფილა.

მ.მ.: მერე, ეგ რას უშველის საქმეს?

გ.ბ.: იქედან შემოდის სასმელი და საჭმელი.

მ.მ.: უი, ხო.

გ.ბ.: მერე ისაა მთავარი არტერია.

მეორე _ ველაპარაკე იპოთეკით დაზარალებულებს და მათ ვინც ხელმძღვანელობს, ჩვენი ხალხია. ასაგორებლად ძალიან კარგია, მუდმივად ყავთ ხალხის მასა 1500 კაცამდის, მერე დანარჩენი ჩვენზეა.

მ.მ.: ის კილაძის სტატია სად ვნახო, ნეტა?

გ.ბ.: არ მიგზავნის, არაფერი ისეთი არააო, რავი, სხვებმა მითხრეს, პასუხადაც არ ღირსო.

მ.მ.: სად ვნახო სტატია? არაა არსად.

გ.ბ.: მეც მომატყუა სალამი. უსინდისო ქალი ეგ ელისო კილაძე, მეც მომატყუა, რაღაც მამაძაღლობა აქვს ჩაწერილი.

მ.მ.: უი, რატო? ძაან საზიზღარი ქალია ეგ ელისოც.

გ.ბ: რა ვიცი, შემპირდა და არ გამომიგზავნა.

მ.მ.: სად უნდა ვნახო? დებილია ეგ ელისო და გაბედავა თავხედი.

გ.ბ.: ეცადე, არ გამოგიწვიონო.

მ.მ.: კი, ეგრეა.

გ.ბ.: ახლობლებმა მირჩიეს.

მ.მ.: რაზე, ვერ გავიგე?

გ.ბ.: ვითომ უზრუნველი ცხოვრება მაქვს და თუ გინდათ მნახოთ, კრეტაზე ვისვენებ ოჯახთან-მეთქი.

და ეს მთავრობა, სულ ერთი თვის განმავლობაში მოყომარება შეიძლება. ასე ვეძახდით. ისე გავუხდი საქმეს, აქეთ მეხვეწებოდნენ, წავალთ, ოღონდ თავი დაგვანებეო.

ეს მიშა ისევ ამერიკაშია?

მ.მ.: კი. ჩემი საყვარელი პრეზიდენტი.

გ.ბ.: რას აპირებს? ეგუება ამას, რაც ხდება?

მ.მ.: მიმესვლება მე. არა.

გ.ბ.: მაინტერესებს, რას აპირებს? თუ რამეს აპირებს, მათ არ შესწევთ ძალა, რამე ქმედითი  მოიმოქმედონ. ჩემი მიზანია, ისევ ახალი არჩევნებისთვის მივიდეს ქვეყანა, ასე გაგრძელება არ შეიძლება, ამათი დარჩენა, ეს ფაქტია. აზერბაიჯანელი რომ დაწერს, ქართველები რუსების მარიონეტები გახდნენო, სად გინდა დაიმარხო თავი კაცმა?

ჩემი ნომერი მიეცით და მზად ვარ, კოორდინაცია მოხდეს.

მ.მ.: არა, ნომერი არ მოსულა.

გ.ბ.: +35414904808, ახლა მოვიდა?

მ.მ.: კი, ნაპერწკლიდან ალი უნდა აენთოს.

გ.ბ.: უნდა კი არა, აუცილებელია. მე რასაც ვპირდები, ვასრულებ ხოლმე და შევუსრულებ ამ ბიძინას. მისი ქონების სრული ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს. მე ამას ვპირდები ქართველებს, გავაგდებ პანღურით ერთ თვეში.

მ.მ.: ფულია საჭირო, დიდი ფული. გაფიცვა როდისთვის დაიწყება?

გ.ბ.: აბა, ნოლი რაზეც უნდა გაამრავლო, იგივე შედეგია, უნდა მოვამზადო დღეს ლოტკინზე.

მ.მ.: მე რაში დაგეხმაროთ?

გ.ბ.: ხალხი თავებს იწვავს, ბინებიდან ყრიან.

მ.მ.: მე შემიძლია შეგიგროვოთ 100 000 დოლარამდე.

გ.ბ.: ზღვის დასახლებიდან ვინც აქციას ხელმძღვანელობს იქა, არ სცალია. მე მგონი, საკმარისია, გაფიცვამ ერთი-ორი თვე გასტანოს.

მ.მ.: დრო დამჭირდება ცოტა, მაგრამ მერე მე ვინ დამიბრუნებს ამ თანხას? ვინ დამიბრუნებს ჩემს ფულს?

გ.ბ.: ამ ხალხს სახლში რომ გავუშვებ, რამე ხომ უნდა მივცე, ხომ არ მოვკლავ შიმშილით?

უნდა მოვილაპარაკოთ.

მ.მ.: საგაფიცვოში რამდენი ხართ და ვინეები არიან?

გ.ბ.: მე უფულოდ სახლიდან არ გავდივარ, ისეთი დროა, მეც რაღაც თანხები მაქვს, ისე მთლად არ ვარ. ხალხიც ბლომადაა.

მ.მ.: კომიტეტში საგაფიცვოში.

გ.ბ.: უბრალო ხალხია, მათი სახელები ვერაფერს გეტყვით.

მ.მ.: არ არიან სანდო?

გ.ბ.: მე ვიყავი იქ და  ადგილობრივი ბიჭებია.

არა, პირიქით.

გ.ბ.: იპოთეკარებს ეს ქალბატონი ხელმძღვანელობს და ამით უნდა ავაგორო აქციები. მერე თუ დამთანხმდნენ, ვიწყებ ფოთის პორტის გაფიცვას. ყველას ვერ გავფიცავ, მაგრამ დოკერებს  გავფიცავ. ეს ნიშნავს მილიარდიან ზარალს.

მ.მ.: და ამით უნდა ავუგორო აქციები, მომწონს ეს იდეა. თქვენ საქართველოში ბრძანდებით?

გ.ბ.: არა, ჯერ ფინეთში ვარ.

მ.მ.: სკაიპი გაქვთ?

გ.ბ.: ერთი დოკერი იღებს ხელფასს 1000 ლარს.

მ.მ.: ხვალ ვისაუბროთ.

გ.ბ.: სულ მჭირდება 30 დოკერის გაფიცვა და პარალიზებულია პორტი.

მ.მ.: 30 000 ესე იგი.

გ.ბ.: ლარი, მე საშვიც კი გავაკეთე. იქ უსაფრთხოების წესებია. კურსები გავიარე.

მ.მ.: რა საშვი?

გ.ბ.: რომ ვერ შემაფერხონ, საშვი. საშიში ზონაა და უსაფრთხოების კურსები გავიარე. დანიელების ფირმაა, ასე ქუჩიდან არ შეგიშვებენ, ამიტომ წინასწარ დავიზღვიე თავი და მოვემზადე.

მ.მ.: კაი ძაან.

გ.ბ.: დოკერები, როგორც ველოდი, ჩემი ძველი მეგობრები აღმოჩნდნენ, ლტოლვილები, სოხუმელები.

მ.მ.: ვააა!

გ.ბ.: სოხუმელები და შემოგევლოს ჩემი თავიო. და რა უნდა მეთქვა? მოგაკითხავთ-მეთქი.

მ.მ.: აქ ვის შევხვდე, ამერიკაში?

გ.ბ.: ჯერ მიშას. არა ომით, არამედ პროტესტებით. სამეგრელოში კაცი არაა, რომ არ დამიდგეს.

მ.მ.: კი.

გ.ბ.: ლოთი კი არა ვარ, ქობალია.

მ.მ.: მაგრამ ეს ომში გადაიზრდება.

გ.ბ.: არა, დამიჭერენ ან რაღაცა ამდაგვარი, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერია, მიზეზსაც ვერ მიპოვიან. მე იქ ბიზნესი არა მაქვს, რომ მიბმული ვიყო. აქ რაც მაქვს, ღიაა და ტრანსპარანტული.

მ.მ.: როდის დავიწყოთ გაფიცვა?

გ.ბ.: უნდა წავიდეთ.

მ.მ.: სად? მე ფინანსურად დაგიჭერთ მხარს.

გ.ბ.: მე წავალ მალე. გუშინ იპოთეკარების აქციის ხელმძღვანელთან ვათანხმებდი გრაფიკს, დალილა ლომანიდთან. მაგათ ყველანაირად ბლოკავენ, პრესას არ აკარებენ.

მ.მ.: მე თანხას მოგცემთ საქმისთვის, პრობლემა არაა.

გ.ბ.: ერთად დავილაპარაკოთ.

მ.მ.: მხოლოდ თუ ფოთის პორტის გაფიცვას უხელმძღვანელებთ?

გ.ბ.: როდის წავალ იქ, ჩემი ბიზნესის წილებს ვყიდი, რომ დამოკიდებული არ ვიყო.

მ.მ.: დაახლოებით, რომელ რიცხვში დავნიშნოთ გაფიცვა ფოთში?

გ.ბ.: ველოდები ჰოლანდიელების გადაწყვეტილებას, იყიდონ ჩემი წილის ნაწილი. სანამ იქ არ ჩავალ, აქედან როგორ გადავწყვიტო? იქ მთელი უშიშროება დაირაზმება.

მ.მ.: მერე უნდა ვიმოქმედოთ სხვანაირად.

გ.ბ.: თბილისში უნდა ავაგოროთ აქციები ამ იპოთეკარი ხალხის მეშვეობით და ვაქცევ უწყვეტ მიტინგად.

მ.მ.: კი, ყველა გამოვა ქუჩაში მოტყუებული ხალხი. ძაან კარგი აზრია. თუ ხალხს ესროლეს?

გ.ბ.: ვერ ესვრიან. ესვრიან და ხელებს დავაჭრი. ისედაც, ევროპაში ეს ხელისუფლება რუსების მონად იციან. რა იარაღი უნდა გაბედონ ამ ქათმებმა? იქ საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დახმარებას, ფულით მაგათ ვერ მოვუგებთ, მაგრამ რაღაც სამოძრაო თანხა ჩვენც გვინდა.

მ.მ.: ნახეთ, ხო, მე სააკაშვილსაც შემიძლია დავუკავშირდე, მაქვს მაგის რესურსი. თქვენი ნებაა. კოორდინაცია აუცილებელია, მე ვიბრძვი ჩემი ქვეყნის რუსებისგან დეოკუპაციისთვის.

გ.ბ.: გასაგებია.

მ.მ.: უნდა გავყარო ეს რუსების ლაქიები. მე რამეში თუ გამოგადგებით, აგერ ვარ.

გ.ბ.: მერე არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი.

მ.მ.: თუ არადა, როგორც გნებავთ.

გ.ბ.: მე არა მაქვს ამბიციები, უნდა დაუკავშირდეთ, ასე მგონია.

მ.მ.: ვის დავუკავშირდე?

გ.ბ.: მე არ მინდა პოლიტიკა, რადგან საოცრად პირდაპირი კაცი ვარ და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს მტრად მოვიკიდებ, ისეთი ენა მაქვს. ვისთან დაკავშირების რესურსიც გაქვთ.

მ.მ.: მაქვს რესურსი სააკაშვილთან და თემურ იაკობაშვილთან.

გ.ბ.: ნახეთ და დაელაპარაკეთ აუცილებლად.

მ.მ.: აუცილებლად და თქვენზეც ვეტყვი.

გ.ბ.: თემური, რამდენადაც ვიცი, ძალიან გაწონასწორებული და წესიერი კაცია.

მ.მ.: კი, შემიძლია დაგაკავშიროთ ტელეფონით ან სკაიპით თემური.

გ.ბ.: უნდა ვეცადოთ, რუსებს გამოვგლიჯოთ კავკასია. ჯერ თქვენ დაელაპარაკეთ. დალილას იმედი მაქვს, მაგრად აწვება აქციებს და ვიცით, რომ არ დავიხევთ ერთად.

მ.მ.: დალილა ვინაა?

გ.ბ.: მაგასაც ჩემსავით მხოლოდ საქმე უნდა, ვინც ხელმძღვანელობს იპოთეკარების აქციებს. ის ქალი ნახევრად ბერძენია.

მ.მ.: საქართველოში.

გ.ბ.: საბერძნეთის მოქალაქეა. ხო იქაა ახლა, არც დაზარალებულია თვითონ, უბრალოდ, ყველა ვერ წაასხა საბერძნეთში და აქ ამ გარემოში თუ არ შეიცვალა, როგორ უნდა გაიზარდოს ხალხიო. ეგაა ამ აქციების გულიც, სულიც და იმედიც.

მ.მ.: გაუმარჯოს.

გ.ბ.: მელოდება სულმოუთქმელად მეორე სუნთქვა გაგვეხსნებაო.

მ.მ.: მე დილას გაგიზავნით თანხას, რაც დაგპირდით. მე თემურ იაკობაშვილს ველაპარაკე და ამ დღეებში შევთანხმდებით შეხვედრაზე.

გ.ბ.: ძალიან კარგი. მანამდის იქ პროცესები, მე მგონი, საკმაოდ ჩქარა წავა. ამ კვირას მივალაგებ ჩემს საქმეებს და წავალ საქართველოში.

მ.მ.: მითხრა, სააკაშვილიც დაესწრებაო. თუ ასეთ სერიოზულ აქციას გეგმავთო, ფოთზე მქონდა საუბარი.

გ.ბ.: კი, ეს გადაწყვეტილია. დალილა მიხედავს მთავრობის სახლს. მე ფოთში გავუჩერებ პორტს. რამდენს გავწვდებით, ვნახოთ, მაგრამ რომ გავაჩერებ, ამის პირობას გაძლევთ. იმათ ესმით, რომ ეს ისეთია, ქვეყანას არტერია დაუკეტო. ბათუმის პორტი თუ შევძელით, მაგრამ არ გპირდებით, მაინც სასიცოცხლო არტერია ხომ უნდა დარჩეს? ხალხის მკურნალობა, მინიმუმ, საკვები მაინც. თან აჭარლები ცოტა უფრო ძნელად დასაქოქი ხალხია. თან წავიყვან ერთ ფინელს, რომელიც იზრუნებს, რომ რამე სახის პროვოკაცია არ მომიწყონ.

მ.მ.: მე გავდივარ, ბატონო გოჩა, ანგარიში მჭირდება. ბატონო გოჩა, ანგარიშს ახლა ვერ გამომიგზავნით? დრო დამჭირდება, თანხები რომ მოვხსნა.

გ.ბ.: ახლავე.

მ.მ.: 5 წუთში გავდივარ.

გ.ბ.: ეხლავე.

Bic

NDEAFINN

FI501262 3500 038034

ზევით არის ბანკის კოდი. გვერდით ანგარიშის ნომერი.

Gocha bakhia მიმღებია.

მ.მ.bin NDEAFINN ეს?

გ.ბ.: ეგაა svifti კოდი. ბანკის კოდია. ამ კოდით ხდება ბანკის იდენტიფიკაცია.

Nordea bank firland.

მ.მ.: ოკ.

გ.ბ.: vaakaiei 6A46

04400 Helsinki

04400

მ.მ.: ორი დღე დამჭირდება, ბატონო გოჩა, 100 ათას ევროს  გადმოვრიცხავ.

გ.ბ.: ამაზე მხოლოდ 20 00.

მ.მ.: ვაა…

გ.ბ.: სხვა მერე ქართულ ანგარიშზე.

მ.მ.: აბა, სხვა თანხა?

გ.ბ.: იქ რომ ჩავალ, მერე…

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის გოჩა ბახიას დაუკავშირდა:

 

_ გოჩა, აპირებთ თუ არა უახლოეს პერიოდში საქართველოში დაბრუნებას?

_ დიახ, ვაპირებ და აუცილებლად დავბრუნდები, იმერლები ცოტა ზედმეტად თავმოყვარე ხალხი ვართ.

_ მაცაცო მაზმიშვილს იცნობთ თუ არა და გქონდათ თუ არა მასთან მიმოწერა ფოთის პორტის გაფიცვისა და იპოთეკართა აქციების მოწყობაზე?

_ ასეთ პიროვნებას არ ვიცნობ და არც არსებობს, მგონი. ესენი არიან ფსბ-ს რობოტები და სისტემატურად დაძრწიან ინტერნეტში.

_ გაუგზავნეთ თუ არა მას თქვენი საბანკო ანგარიშები და ჩაგერიცხათ თუ არა გარკვეული თანხა ამ ანგარიშებზე?

_ ჩემი ფოსტა და ფეისბუქი გატეხეს 28 სექტემბერს. მე განახებთ ადმინისტრატორის წერილებს, რომ მას დაეუფლნენ უცხო პირები. ისინი იქექებოდნენ ჩემს კომპიუტერში.

_ იყო თუ არა ის პიროვნება, ვინც თქვენი ფოსტა და ფეისბუქი გატეხა, ზაზა გაბედავა? მიმოწერის ასლები სწორედ მან გადმოგვცა. უჩივლებთ ზაზა გაბედავას?

_ ზაზა გაბედავა, სამწუხაროდ, იმყოფება რუსეთში და ცივილიზებული სამყაროსთვის ძნელია მისი განსასჯელის სკამზე დასმა. ჩემი ფოსტა და ფეისბუქი გატეხა ჰაკერთა ჯგუფმა ქალაქ დუბნიდან სახელად `anonimus~. ზაზა გაბედავა არის კრიმინალი, რომელსაც ამის არც ცოდნა და არც განათლება გააჩნია. საერთოდ, ამ გაურკვეველი პიროვნების კომენტირებას არ ვაპირებ. ქვეყანამ იცის, რომ გაბედავა არის ზუგდიდელი, გაურკვეველი პროფესიის კრიმინალი, რომელიც არის პუტინისტი და ქართველი ხალხის მტერი. მან ათასჯერ გამოავლინა საკუთარი სახე და მიჩნეულია, რომ არის ფსბ-ს დაქირავებული პროვოკატორი. მას საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია და ამიტომ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, მუდამ სხვის ნეხვში იქექება.

თქვენი ინფორმირებულობის დონის ადამიანს, ქ-ნო ელისო, არ გაგიჭირდებათ, მოიძიოთ ზუგდიდში მისი საქმენი საგმირონი და, უბრალოდ, ნებისმიერი ზუგდიდელი გაგაფრთხილებთ, რომ მასთან ურთიერთობებისგან თავი შეიკავოთ. ის არასოდეს ყოფილა ეროვნულ მოძრაობაში და არც ერთ ბრძოლაში ჩვენს გვერდით არ მდგარა და არის ეროვნულ მოძრაობას მიკრული ტკიპა. სამარცხვინოა, რომ ქართული მედია ციტირებს მის ნაბოდვარს.

უბრალოდ, მინდა დავამატო, რომ ჩვენი ქვეყანა დგას მონუმენტალური პრობლემების წინაშე და სხვა პრიორიტეტებია მნიშვნელოვანი. გვინდა, რომ ფიზიკურად გადავრჩეთ. ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დევს სასწორზე. გთხოვთ, ერთად დავირაზმოთ ამ მომავალი განსაცდელის წინაშე. დიდი მადლობა თქვენ, რომ მომეცით საშუალება, პასუხი გამეცა ამ ცილისწამებაზე.

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს ირმა ნადირაშვილს დაუკავშირდა, რომელიც თემასთან დაკავშირებით მიწოდებულ კითხვებს გაეცნო და პასუხიც იმავე ფორმით დააბრუნა: „არც მე და არც არავინ, ამ თემაზე არ გააკეთებს კომენტარს. საერთოდ, არ ვიცი, რაზეა ლაპარაკი. უკაცრავად!“   

 

                                                                                                                                                                     ელისო კილაძე