მთავარი მსოფლიო შვეიცარიამ ბერეზოვსკის საბანკო ანგარიშები დააყადაღა

შვეიცარიამ ბერეზოვსკის საბანკო ანგარიშები დააყადაღა

672
0
გაზიარება

2

შვეიცარიის ხელისუფლებამ ბორის ბერეზოვსკის კუთვნილი საბანკო ანგარიშები დააყადაღა, იუწყება სააგენტო ,,Интерфакс“-ი. წყაროს ინფორმაციით, საუბარი 21 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს ეხება, რომელიც ბანკებში ბერეზოვსკის კუთვნილ ანგარიშებზე ირიცხებოდა. აღსაღნიშნავია, რომ შვეიცარიულმა მხარემ სამართლებრივი ქმედება, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით განახორციელა. სავარაუდოდ, თანხა რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდება და ბერეზოვსკის მიერ წარმოებული ფინანსური მაქინაციებით დაზარალებულ პირებს, კონპენსაციის სახით გადაეცემათ. 2013 წლის ივლისში, რუსეთის ფედერალური სასამართლოს პრისტავებმა, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის საკუთრებაში მყოფი 300 მილიონი მანეთის ქონება დააყადაღეს. როგორც გაირკვა ყოფილ ბიზნესმენს რუსეთის ფედერაციაში საკმაოდ სოლიდური მევალეები ჰყავს, მათ რიგებს სათავეში, სამარის ოლქის ხელისუფლება და ავიაკომპანია «Аэрофлот»-ი უდგას. 2014 წლის ივნისში, საფრანგეთის ქალაქ მარსელის სასამართლომ, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბერეზოვსკის უძრავი ქონებას, რომელიც ქალაქ ანტიბში მდებარეობს ყადაღა დაადო. 67 წლის ბორის ბერეზოვსკი  2013 წლის 23 მარტს ლონდონთან ახლოს, ასკოტში გარდაცვლილი იპოვეს.

 

დატოვეთ კომენტარი