სირიულმა ავიაციამ ტერორისტების მიტაცებული ორი თვითმფრინავი ააფეთქა

1

ოფიციალური დამასკო აცხადებს, რომ სირიის სამხედრო , საჰაერო ძალებმა ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ მებრძოლი, ტერორისტების მიერ მიტაცებული სამი ერთეული ავაიაგამანადგურებლებიდან ორი ააფეთქეს. ინფორმციას არაბული სახელმწიფოს საგარეო უწყებაზე დაყრდნობით  ,,Associated Press“-ი ავრცელებს. სირიული სამხედრო დაზვერვის მონაცემებით ,,სახელისუფლებო ძალების ავიაგამანადგურებლებმა, ჯარახის აეროპორტი მაშინ დაბომბეს, როდესაც ტერორისტების მიერ მიტაცებული თვითმფრინავები ასაფრენ ბილიკზე ეშვებოდნენ, შედეგად მათ მიერ მიტაცებული თვითმფრინავებიდან ორი ადგილზე აფეთქდა, რაც შეეხება მესამე თვითმფრინავს, სირიის სადაზვერვო სამსახური ინფორმაციის დაზუსტებას სცდილობს, მოხდა თუ არა მესამე თვითმფრინავის ლიკვიდაცია. ქვეყნის ინფორმაციის მინისტრის ურმან აზ-ზოუბის განცხადებით ,,ისლამისტმა ტერორისტებმა“ მოძველებული, შეიარაღებიდან მოხსნილი თვითმფრინავები მიიტაცეს, რომლებიც სირიის არმიის შემადგენლობაში შემავალ თანამედროვე ავიაგამანადგურებლებს მეტოქეობს ვერ გაუწევს“ 17 ოქტომბერს  ,,ისლამისტური სახელმწიმფოს“ საინფორმაციო წყაროებმა მსოფლიო თანამეგობრობას МиГ-21 და МиГ-23-ების პირად შეიარაღებაში აყვანა ამცნეს. ტერორისტებს ფრენას სადამ ჰუსეინის ელიტურ არმიაში მებრძოლო ყოფილი მფრინავები ასწავლიან, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციას ოფიციალურად შეუერთდენენ.