ბარაკ ობამა: „ერთსქესიან წყვილებს ქორწინების უფლებას კონსტიტუცია აძლევთ“

3

როგორც ამერიკულ ჟურნალს ,,New Yorker“-ს ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინტერვიუს დროს განუცხადა ,,ერთსქესიან წყვილებს ქორწინების კონსტიტუციური უფლება აქვთ. კანონის წინაშე ყველანი უძლური ვართ და სექსულურ უმცირესობებს პირადი ცხოვრების დაცვის გარანტად, ქვეყნის 50-ივე შტატში სახელმწიფო დაუდგებათ“ – მშვიდად განაცხადა ობამამ. აღსაღნიშნავია, რომ პრეზიდენტის არგუმენტები, ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციას, ჯერჯერობით არ წარუდგენია ამერიკის უმაღლეს სასამართლოში, რადგან 2012 წელს ბარაკ ობამა, ერთსქესიან წყვილთა ქორწინების თანასწორუფლებიან ცხოვრების წესს, მხარს არ უჭერდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის თერთმეტ შტატში ერთსქესიან წყვილთა ქორწინებას  მწვანე შუქი აუნთეს, თუმცა ქვეყნის უმაღლესმა სასამრთლომ რამოდენიმე აპელაცია არ დააკმაყოფილა და მხოლოდ სამი გადაწყვეტილება შევიდა ძალაში . ასე, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს, საკუთარი ვნებების ლეგალურად დაკანონების საშუელაბა იუტას, ოკლაჰომას, ვირჯინიის, ვისკონსინის, ვაიომინგის, კანზასის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილო კაროლინის და სამხრეთ კაროლინის შტატებში ექნებათ. აღსაღნიშნავია, რომ ერთსქესიან წყვილთა ქორწინებებზე აკრძალვა ნევადის და აიდახოს შტატებმაც მოხსნეს.