HRW: „უკრაინელმა ძალოვნებმა დონბასში აკრძალული იარაღი გამოიყენეს“

1

უფლებათა დამცველ ორგანიზაციაში ,,Human Rights Watch“ აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, კასეტური ბომბები გამოიყენეს. ინფორმაციას HRW-ზე დაყრდნობით სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს. უკრაინის სახელისუფლებო ძალებმა 2014 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ქალაქ დონეცკის რაიონებში, სადაც ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს, კასეტური ბომბები გამოიყენეს, რომელიც ომის კანონებს არღვევს და სამხედრო უდანაშაულოდ ითვლება, რადგან აღნიშნული საბრძოლო მასალა, აფეთქების ადგილზე უმოწყალოდ ანადგურებს ყველაფერს“ ნათქვამია განცხადებაში.  HRW-ის მონაცემებით ,,უკრაინელმა ძალოვნებმა აკრძალული იარაღი, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში 12 დასახლებულ პუნქტში გამოიყენეს. შესაბამისად აფეთქებების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის გამო პასუხს უკრაინის ხელისუფლება აგებს“ დოკუმენტის გამოქვეყნებიდან რამოდენიმე კვირით ადრე მოსკოვმა ეუთოს მოუწოდა, გამოეძიებინა დონბასის რეგიონში საომარი მოქმედებების მსვლელობის დროს უკრაინელი ძალოვნების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები და საბოლოო შედეგები საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაეცნო.