ხელისუფლება უკრაინის რადას გაძლიერებული რეჟიმით იცავს

1

კიევში ხელისუფლებამ, უმაღლეს რადასთან მისასვლელი გზა და თავად შენობა, დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე აიყვანა. დღეს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვაა დაგეგმილი. უკრაინის ნაციონალისტური ძალები, ხელისუფლებას პარლამენტის შენობის ბლოკირებით ემუქრებიან, რადგან დეპუტატებმა და საერთოდ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ, უკრაინელი ნაციონალისტური ( УПА) ორგანიზაციის მებრძოლების, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პატრიოტების სტატუსის მინიჭებაზე უარი განაცხადა. პარალელურად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა, კოლომოისკის მიერ დაფინანსებული სამხედრო ბატალიონების დათხოვნის შესახებ ამცნო საზოგადოებას.