ხელისუფლება კოლომოისკის მიერ დაფინასებული ბატალიონების დაშლას იწყებს

გ5

უკრაინაში, მოხალისეთა რამოდენიმე ბატალიონს, რომლებიც ნაცგვარდიის შემადგენლობაში იბრძვიან და რომელთაც დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი იგორ კოლომოისკი აფინანსებს, დაშლა ემუქრებათ. როგორც პოლკოვნიკი ალექსეი მაკარენკო აცხადებს, ერთ-ერთი პირველი ბატალიონი, რომელსაც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებად გამოაცხადებენ ,,კრივბასის“ საძმო იქნება. ,,ბატალიონის მებრძოლები უდისციპლინოდ იქცევიან, ისინი ხშირად ბრძანების გარეშე ტოვებდნენ საბრძოლო პოზიციებს და გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ,,კრივბასის“ ბატალიონის გარდა სავარაუდოდ ,,აზოვის“ და ,,აიდარის“ დაჯგუფებებიც დაიშლება“ – აცხადებს მაკარენკო. ,,აზოვის“ ბატალიონის მეთაურის ყოფილი მოადგილე ეგორ მოსიჩუკი მიიჩნევს, რომ ,,ბატალიონების დაშლის მთავარი მიზეზი უკრაინელი ძალოვნების მიერ ილოვაისკში უუნაროდ ჩატარებული სპეცოპერაციაა. ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს და ეშინიათ, ილოვაისკთან განვითარებული მოვლენების შესახებ სიმართლეს ფარდა არ აეხადოს“ 17 ოქტომბერს, უკრინის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ,სპეციალური საპატრულო ბატალიონი ,,შახტიორსკი“ ავაკოვის ბრძანებით დაშალეს. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ბატალიონის წევრების მიერ უდისციპლინო საქციელის გამო მიიღო, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოროდიორობით იყვნენ დაკავებულნი.