მთავარი მსოფლიო ამერიკულმა ავიაციამ კაბანში გამაგრებულ ქურთებს იარაღი მიაწოდა

ამერიკულმა ავიაციამ კაბანში გამაგრებულ ქურთებს იარაღი მიაწოდა

780
0
გაზიარება

g1

ამერიკის ავიაციამ, სიირს ქალაქ კაბანში ალყაში მოქცეულ ადგილობრივ ქურთებს, რომლებიც რამოდენიმე კვირაა ქალაქს, ტერორისტული დაჯგუფება ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ მებრძოლების შემოტევისაგან იცავენ, იარაღი, მედიკამენტები და ჰუმანიტარული ტვირთი მიაწოდა. ინფორმაციას 20 ოქტომბერს, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ცენტრალურ სამეთაურო შტაბზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ,,სატრანსპორტო თვითმფრინავმა (C-130) ქურთ მებრძოლებს, რამოდენიმე ყუთი იარაღი და ჰუმანიტარული ტვირთი მიაწოდა, ეს მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას წარმოადგენდა“ – ნათქვამია განცხადებაში. NBC News-ის ინფორმაციით, სამშვიდობო მისიაში სამი ერთეული ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა, დავალების შესრულების შემდეგ ისინი დისლოკაციის ადგილს მშვიდად დაუბრუნდნენ. როგორც კოალიციური ძალების, სამხედრო საჰაერო ოპერაციების წარმმართავი, სამეთაურო შტაბი აცხადებს ,,135 ავიადარტყმის შემდეგ, ისლამისტმა ტერორისტებმა უკან დაიხიეს, ლიკვიდირებულია ასობით ტერორისტი, თუმცა ისინი ქალაქის მოსახლეობას ისევ ემუქრებიან და ადგილობრივებისათვის აღნიშნული ტვრთის მიწოდება აუცილებლობას წარმოადგენდა“ – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი