უკრაინელი სამხედროები დონეცკის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრეს ბომბავენ (ვიდეო)

8

უკრაინელი სამხედროები, დონეცკის ივერიის ხვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერს ბომბავენ. მონასტერი ქალაქის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, სადაც სამშვიდობო ხელშეკრუოლების დადების შემდეგ ბრძოლები ერთი დღითაც კი არ შეჩერებულა. ,,დონეცკში უკრაინის სახედრო უწყების მებრძოლები, წმინდა ივერიის ხვთისშობლის სახელობის დედათა მონასტერს ბომბავენ. მათ მიერ ინტენსიურად იბომბება სამონასტრო კომლექსის ეზოში მდებარე ეკლესიები. აღნიშნულ მონასტერში ინახება ივერიის ხვთისშმობლის ხატი, რომელიც ათონის წმინდა მთიდან ჩამოვაბრძანეთ და უამრავ სასწაულს ახდენს” – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ერთ-ერთი, ამბოხებულის განცხადებით, რომელიც მონასტრის დაცვის სპეციალურ რაზმს ხელმძღვანელობს ,,უკრაინელი სამხედროები შეგნებულად, თითქმის ყოველ დღე მონასტრის მიმართულების საარტილერიო ცეცხლს ხნიან. მონასტერი ნახევრად დანგრეულ კომპლექსს წარმოადგენს, ჩამსხვრეულია მინები დამწვარია ფრესკები. ვდგავართ და ვიცავთ მონასტერში მცხოვრებ მონაზვნებს.ეს კიევის ბრძანებაა, მონასტერი უნდა განადგურდეს, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ” – აცხადებს ერთ-ერთი ამბოხებული.