გიორგი მიქაუტაძე, მირანდა ირემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე-სასამართლო კლანის წევრები ღვინის ქარხნის სკანდალურ საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე 28 იანვარს განიხილავენ !

თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1–ში მდებარე ღვინის ქარხნის ირგვლივ სასამართლო დავა 2014 წელს დაიწყო  , „ქრონიკა +“ ამ პროცესს ექვსი წელია აშუქებს. ღვინის ქარხანა წარმოადგენს კერძო პირების საკუთრებას, რომელიც 2013-2014 წლებში იქნა გამოსყიდული საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან (TBC ბანკი და საქართველოს ბანკი). ობიექტის შესყიდვა მოხდა სრულიად გამჭვირვალედ და მას უშუალო ზედამხედველობას უწევდა საქართველოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ორი  ბანკი.

ამის მიუხედავად 2014 წლის დეკემბერს სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე სს სავანე ღვინის #1 ქარხანა ითხოვს რომ ობიექტი რომელიც რამოდენიმე მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს ინვეტორებმა მათ ჩამოერთვეს და საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელეს.

აღნიშნულ დავაში მოსარჩელე მხარეს იცავს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი.მოსარჩელე მხარეს კი ვანო ჩხარტიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი  გიორგი მგალობლიშვილი წარმოადგენს

ჯერ კიდევ დავის დაწყებისთანავე 2015 წლის იანვარში  თბილისის საქალაქო სასამართლომ (განმხილველი მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი) დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაადო ობიექტს. აღნიშნული გაკეთდა შეგნებულად რათა ობიექტს მოსპობოდა თვით განვითარების შესაძლებლობა, შეზღუდულიყო ინვესტიციების მოზიდვა და მისი მესაკუთრეები ირიბად გაეხადათ იძულებული რომ წასულიყვნენ ობიექტის დათმობაზე.

მომდევნო  ძალზედ საეჭვო იურიდიული მანიპულაცია განხორციელდა დავის დაწყებიდან მე-4 წელს როდესაც ქვედა ორ ინსტანციაში მოგებული დავა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (შემადგენლობა: ბესარიონ ალავიძე (მომხსენებელი მოსამართლე), ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე) 2018 წლის 28 თებერვალს ხელახლა განსახილველად უკან დაუბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამ მოთხოვნის უშუალო ინიციატორი და ავტორი იყო სწორედ ბ-ნი  კბილაშვილი.

საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში უკან დაბრუნების შემდეგ  ადვოკატებმა პრაქტიკულად შტურმი მიიტანეს განმხილველ მოსამართლეებზე. ჯერ საქმის განხილვას ჩამოაშორეს მათთვის “არასასურველი“ მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, ხოლო მოგვიანებით საერთოდ დაშალეს საქმის განმხილველი პალატა.

„ქრონიკა +“-ის ინფორმაციით მათ ვერ შეძლეს იურიდიულ წრეებში საკმაოდ მაღალი ავტორიტეტის მქონე მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის “დაყოლიება” და იძულებული გახდნენ ჩამოეცილებინათ ის საქმის განხილვისგან, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მედიის ჩართულობის გამო,სააპელაციო სასამართლოში დავა ისევ ღვინის ქარხნის ამჟამინდელი მფლობელების სასარგებლოდ დასრულდა,

მოსარჩელე მხარემ  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისევ უზანაეს სასამართლოში გაასაჩივრა ,  წელიწადზე მეტია უზანაეს სასამართლოს სარჩელის დასაშვებობაზე არ უმსჯელია,

„ქრონიკა +“-ის ინფორმაციით,28 იანვარს უზანაესი სასამართლოს კოლეგია მხარეთა დასწრების გარეშე იმსჯელებს სარჩელის დასაშვებობის საკითხზე, და კოლეგიის შემადგენლობაში სასამართლო კლანის ცნობილი წევრები გიორგი მიქაუტაძე და მირანდა ირემაძე   არიან წარმოდგენილი.

ეჭვებს განსაკუთრებით ამძაფრებს ის ფაქტი რომ 2019 წელს უკვე არაერთგზის მოგებული საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველად ქონდა განაწილებული ახლად დანიშნულ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს, რომელსაც თითქმის 1 წლის განმავლობაში თაროზე ქონდა შემოდებული საქმე და მთელი ეს პერიოდი არათუ არ სცემდა პასუხს ქონების მესაკუთრეებს, არამედ საერთოდ არ აწუხებდა ის ფაქტი, რომ კერძო საკუთრება  თითქმის 8 წელი იმყოფებოდა სასამართლო ყადაღის ქვეშ! მაშინ როდესაც ყველა საპროცესო წესის მიხედვით ვლადიმერ კაკაბაძეს უკვე დიდი ხანი უნდა ეთქვა უარი საქმის განსახილველად მიღებაზე!

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ამჯერად უკვე ადვოკატის სტატუსში უზენაეს სასამართლოში ისევ ცდილობს კვლავ გააგრძელოს მისთვის კარგად აპრობირებული ტაქტიკა და იურიდიული მანუპულაციების გამოყენებით შეძლოს დავის “ზედაპირზე” შენარჩუნება. ამასობაში კი ღვინის ქარხანა რომელიც ინვესტორების მიერ გამოსყიდულ იქნა 2013-2014 წლებში საქართველოს ორი უმსხვილესი კომერციული ბანკისაგან, სრულად პარალიზებულია. სასამართლო დავა რომელიც დაწყებულ იქნა ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში დღემდე დაუსრულებელია  , რაც ძალიან ცუდი სიგნალია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული ბიზნესმენებისათვის!  სიტუაციას განსაკუთრებით ამძაფრებს ის ფაქტიც რომ ობიექტი იმყოფება სასამართლო ყადაღის ქვეშ რაც პირდაპირ აფერხებს მასში ინვესტიციების მოზიდვისა და სრულფასოვანი ბიზნეს საქმიანობის შესაძლებლობას.

„ქრონიკა+“-ის აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას თუ როგორ მოხდა უზენაეს სასამართლოში ვლადიმერ კაკაბაძის კოლეგიის  შემადგენლობის დაკომპლექტება გიორგი მიქაუტაძის და მირანდა ერემაძის მონაწილეობით,მოვლენების განვითარების შესახებ „ქრონიკა +“ 28 იანვარს ახალ დეტალებს გაასაჯაროვებს.

ელისო კილაძე