დაპირისპირება ჩოხატაურში დღესაც გრძელდება

გუშინ, 13 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში, მუსლიმი თემი და ქრისტიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

ქვების სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან ორი საავადმყოფოში მოხვდაორივე მუსლიმი. კონფლიქტის მონაწილე ერთი პირი შს სამინისტრომ წუხელ დააკავა.

დღეს სოფელ ჩოხატაურში აჭარიდან ფირუზ წულუკიძე და რამდენიმე მუსლიმი ადამიანი ადგილზე სოლიდარობის ნიშნით ჩავიდნენ.

„ქრონიკა+“-ს შსს-მ განუცხადა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

ხვიჩა მამულაძე