კახეთში კოვიდის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 9538-მდე გაიზარდა, ბოლო 24 საათში რეგიონში დაინფიცირების 11 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა.

განახლებული სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ახმეტა – 659, გურჯაანი – 2047, დედოფლისწყარო -703, თელავი -2210, ლაგოდეხი – 1328, საგარეჯო -1141, სიღნაღი – 646 და ყვარელი -804.

ამ ეტაპზე მკურნალობს 1906 ადამიანი, მათ შორის 1764 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 2 მკურნალობს კოვიდსასტუმროში, ხოლო 140 იმყოფება კოვიდკლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობაა 946.

სულ 7538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ვირუსის დიაგნოზით კი 83 ადამიანი გარდაიცვალა.

მაკა მოსიაშვილი