ბათუმში COVID-19-ის 88 შემთხვევა დადასტურდა

აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში  COVID-19-ის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

გამოჯანმრთელდა 126 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 32 726 პაციენტია.

აჭარის რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულია (მართვით სუნთქვაზე)  8 პაციენტი.

დადასტურებული აქტიური შემთხვევებიდან კლინიკაში მკურნალობს 360 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 266, ხოლო ბინაზე – 689.

ხვიჩა მამულაძე