Twitter-მა პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა

სოციალურ ქსელ Twitter-ის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის ანგარიში პლატფორმიდან სამუდამოდ წაშლილია. 

დიდი დაკვირვების შემდეგ @realDonaldTrump-ის ანგარიში და მასთან დაკავშირებული კონტენტი გაუქმებულია, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ მომავალში არ მოხდეს ძალადობის წაქეზება”,– წერია ტვიტერის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სოციალურმა ქსელმა, რომელმაც რამდენიმე საათით პრეზიდენტს ანგარიშზე წვდომაც შეუზღუდა, ასევე თქვა, რომ “წესების დარღვევის შემთხვევაში ისინი გააუქმებდნენ ანგარიშს”.

ნენე ინჯგია