ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის რამდენიმე აპარატი გატეხეს

დღეს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ორი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს და თანხა მოიპარეს.

ამ წუთებში  შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს პრესსამსახურმა „ქრონიკა+“-ს განუცხადა, რომ 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ხვიჩა მამულაძე