Time-ის წლის ადამიანები: ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი

ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გამოაცხადა.

„ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა ქვეყანას შესთავაზეს რესტავრაციისა და სიახლეების ბილეთი, რომელიც ამერიკელმა ხალხმა შეიძინა. მათ ისტორიულ არჩევნებზე დონალდ ტრამპი 7 მილიონი ხმით დაამარცხეს“, – წერს გამოცემა.

წლის ადამიანს ჟურნალი 1927 წლიდან ასახელებს. სხვადასხვა დროს გარეკანზე მოხვდნენ: მაჰათმა განდი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, ადოლფ ჰიტლერი, იოსებ სტალინი, უინსტონ ჩერჩილი, ელისაბედ II, ბარაკ ობამა, ანგელა მერკელი და სხვა პოლიტიკოსები.

ნენე ინჯგია