ვინ მოხვდა აჭარის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის ათეულში?

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
პროპორციული სარჩევნო სიის პირველ ათეულში მოხვდნენ:

  1. ელგუჯა ბაგრატიონი _ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  2. გიორგი კირთაძე _ ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
  3. გია აბულაძე _ აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი;
  4. მედეა ვასაძე _ იურისტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი;
  5. ლევან ანთაძე _ ექიმი, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;
  6. ირაკლი ჩავლეიშვილი _ რესპუბლიკური პარტიის წევრი, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი;
  7. მამული სურმანიძე _ ქობულეთის საკრებულოს წევრი, დაბა ოჩხამურის მაჟორიტარი დეპუტატი;
  8. ასმათ დიასამიძე _ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, პირველი სკოლის ყოფილი დირექტორი, უნივერსიტეტის ლექტორი;
  9. დავით კონცელიძე _ ქედის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
  10. მამუკა ჯევაიში _ ბიზნესმენი.

აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: გია აბულაძე, ელგუჯა ბაგრატიონი და გიორგი კირთაძე;
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარად იყრის კენჭს.
პარტიული სია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალ ოფისში, მემედ აბაშიძის გამზირზე წარმოადგინა, სადაც ლევან ვარშალომიძის მხარდამჭერი ჯგუფი იმუშავებს.

ხვიჩა მამულაძე