მთავარი ინტერვიუ ლაურა ტაკიძე: „ქართული ოცნების“ სიბინძურეები რომ არ შევასრულე, ყველგან დამბლოკეს“

ლაურა ტაკიძე: „ქართული ოცნების“ სიბინძურეები რომ არ შევასრულე, ყველგან დამბლოკეს“

1350
0
გაზიარება

აჭარაში მოღვაწე 5 ადვოკატი პოლიტიკურ პარტია „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის“ სახელით ბათუმში დეპუტატობას აპირებს.
„ქრონიკა+“ დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატ ლაურა ტაკიძეს ესაუბრა:

_ ქალბატონო ლაურა, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?
_ იურისტებს პროფესიაც გვაქვს და შემოსავალიც. პოლიტიკაში იმიტომ მოვდივართ, რომ ეს დისკრიმინაციული და ტირანული კანონები შევცვალოთ. გარდა ამისა, 2012-2016 წლების ჩათვლით აქტიურად ვიყავი ჩართული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პროგრამებში და ვფიქრობ, ბევრი ენერგია და ნერვები მაქვს დახარჯული არჩევნების პერიოდში. ვერ წარმოიდგენთ, თუ რამდენი სიბინძურე დავინახე ამ დროის მანძილზე. ვგულისხმობ 2012-2016 წლებს, როგორ იყო ჩართული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამა თუ იმ ოპონენტის „გაფუჭების“ საქმეში. ძალიან ვნანობ, რომ ოდესღაც „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი ვიყავი.
_ შემდეგ რა მოხდა?
_ მათ სიბინძურეებში რომ არ მივიღე მონაწილეობა, ჩემ წინააღმდეგ მსგავსი მეთოდებით ზიანის მოყენება სცადეს და ყველაგან დამბლოკეს.
_ კონკრეტულად, ვინ მოგაყენათ ზიანი?
_ ჩემივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. ერთი კონკრეტული პიროვნება არაა, რამდენიმეა, რომელთა თხოვნა არ შევასრულე, ანუ ის სიბინძურე, რაც მათ ჰქონდათ ჩაფიქრებული თავისივე გუნდის წევრების მიმართ.
მოვა დრო და აუცილებლად ვისაუბრებ ამ თემაზე ვრცლად და პიროვნებებსაც სპეციალურად „ქრონიკა+“-ისთვის ექსკლუზიურად დავასახელებ.
_ რა იქნება თქვენი პარტიის ძირითადი მიმართულება?
_ ძირითადი მიმართულება არის კანონპროექტები: რამდენიმე არსებული კანონპროექტის შეცვლა, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია. ის არ არის მორგებული ხალხზე. ჩვენ მივიღებთ ხალხზე ორიენტირებულ კანონებს.
_ რა შანსები გაქვთ?
_ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ უმრავლესობით მოვალთ პარლამენტში, მაგრამ, ვფიქრობ, რამდენიმე ადამიანიც საკმარისი იქნება ჩვენი პარტიიდან პარლამენტში, რომ მოქმედი მავნე კანონები გავაუქმოთ!

ხვიჩა მამულაძე

დატოვეთ კომენტარი