მთავარი საზოგადოება კონსტანტინე ღიბრაძე, იგივე დიჯეი კოკოს ჩვენება – შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

კონსტანტინე ღიბრაძე, იგივე დიჯეი კოკოს ჩვენება – შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

325
0
გაზიარება

ჩვენება

მოგახსენებთ, რომ ვცხოვრობ ქალაქ თბილისში, დები იშხნელების #6-ში ბინა 12ა-ში, დედასთან, მამასთან და ძმასთან ერთად. მე ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი, პარალელურად ჰობად მაქვს მუსიკალური გაფორმება სხვადასხვა წვეულებაზე ანაზღაურების გარეშე. ჩემი მიბილური ტელეფონის ნომერია 574 88 63 8 … დაახლოებით ორი კვირის წინ ჩემი მეგობრის წვეულებაზე ქ. თბილისში გავიცანი ანი გაბეჩავა, რომელთანაც ჩამომიყალიბდა, სხვა დანარჩენი მეგობრების მსგავსად, მეგობრული ურთიერთობა. 2020 წლის 18 ივნისს ჩემმა ახალშეძენილმა მეგობარმა ანი გაბეჩავამ დამპატიჟა თავის დაბადების დღეზე მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაქირავებ ბინაში, სადაც უნდა გამეფორმებინა დაბადების დღის სუფრა მუსიკალურად, ვინაიდან მან იცოდა ჩემი საქმიანობის შესახებ, რომელსაც დაბადების დღე აქვს 19 ივნისს. მას წინასწარ უნდოდა აღენიშნა დაბადების დღე, რათა თავის დაბადების დღეს, 19 ივნისს, შეხვედროდა მეგობრებთან ერთად. დაბადების დღის სუფრაზე 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ქ. თბილისიდან, იოსებიძის ქუჩა #65-დან, ტაქსით წავედით მე და ანი გაბეჩავას საერთო მეგობრები, კერძოდ, ბარბარე ურიდია, საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ვახტანგ ახვლედიანი, რა დროსაც იქნებოდა, დაახლოებით, 18 ივნისის 20:00 საათი. როდესაც მოვედით მცხეთის რაიონში და გავცდით საგურამოს გადასახვევს, გავიარეთ დაახლოებით ერთი-ორი კილომეტრი დასავლეთის მიმართულებით ავტომაგისტრალზე და გადავუხვიეთ „ლიდერფუდთან“ ხელმარჯვნივ და მივედით ნაქირავებ სახლში, სადაც ეზოში იდგა ერთსართულიანი სახლი და შევედით შიგნით. შიგნით გაწყობილი იყო მაგიდა საჭმელებით, დაახლოებით, 30 კაცზე. როდესაც აღნიშნულ ბინაში მივედით, იქ დაგვხვდა, დაახლოებით, 20 ადამიანი _ როგორც ბიჭები, ასევე გოგონები, რომლებიც იყვნენ ანა გაბეჩავას მეგობრები. მე მათ არ ვიცნობდი და არც მქონია მათი გაცნობის სურვილი, ვინაიდან მისვლისთანავე შევუდექი ჩემს საქმიანობას, კერძოდ, დავიწყე თან წაღებული ჩემი კუთვნილი აპარატურის გაწყობა. აღნიშნულ წვეულებას ჩვენი მისვლის შემდეგ დაემატა კიდევ ხუთი-ათი პიროვნება, მათ შორის, იყვნენ ჩემი ახლო მეგობრები გიორგი ქათამაძე, კახა კვაჭანტირაძე, ნიკა ხოჯევანიშვილი, ლუკა ბეჟანიშვილი და ირაკლი წაქაძე, რის შემდეგაც ჩავრთე ელექტრონული მუსიკა მაღალ ხმაზე და დაიწყო წვეულება. იქ მყოფმა ბიჭებმა და გოგონებმა დაიწყეს გართობა. აღნიშნული წვეულება იყო საცეკვაო, რომელიც გაფორმებული იყო ალკოჰოლური სასმლით, საჭმლით და ტკბილეულით. ზოგადად, მაგიდებთან და სკამებზე წვეულების მონაწილეები არ ისხდნენ, თითქმის ყველა ფეხზე იდგა და ცეკვავდა, პარალელურად მიირთმევდნენ საჭმელსა და სასმელს. იქნებოდა 18 ივნისის, დაახლოებით, 23:00 საათი, როდესაც ჩემი მუსიკალური აპარატურის მაგიდის წინ შემცირდა ხალხის რაოდენობა და დაიწყეს სახლებში წასვლა, ასევე პარალელურად მეც დავიწყე ჩემი აპარატურის ალაგება და დინამიკები, რომლებიც ვეთხოვე ჩემს მეგობარ ირაკლი წაქაძეს, რომელიც იქ იმყოფებოდა, როცა წავიდა, სახლში გავატანე და ჩემი აპარატურაც, ვინაიდან იყო მანქანით. ამის შემდეგ დავრჩით მე, ჩემი ახლო მეგობრები ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე, ასევე დარჩნენ ჩემთვის უცნობი პიროვნებები, რომლებიც იმყოფებოდნენ წვეულებაზე სახლში, მაგრამ მათ არ ვიცნობდი. მე და ჩემი ზემოაღნიშნული ახლო მეგობრები ველოდებოდით ტაქსის გამოძახებას, რათა წავსულიყავით ქ. თბილისში სახლებში. როდესაც სახლის ეზოდან გარეთ გამოვედით და ვიდექით ქუჩაში, რათა გამოგვეძახებინა ტაქსი, ამ დროს იქვე ქუჩაში შევნიშნე ჩემი მეგობრების მეგობრები, რომლებიც წვეულებაზე იმყოფებოდნენ. ისინი იყვნენ სამნი და მათ შორის იყო ჩემი ძველი ფეხბურთის თანაგუნდელი გვარად შაქარაშვილი, რომლის სახელი არ მახსოვს. მე და შაქარაშვილი ერთმანეთს გამოველაპარაკეთ და გავიხსენეთ, თუ საიდან ვიცნობდით ერთმანეთს. შაქარაშვილი არის ფიზიკურად საშუალო აღნაგობის, დაახლოებით, 170 სმ. სიმაღლის, ღია ფერის თვალებით, ხოლო ტანზე რა ეცვა ტანსაცმელი და სხვა რაიმე განსაკუთრებული ნიშნები არ მახსოვს, ვინაიდან ბნელოდა. ამ დროს მე და ორმა მეგობარმა და შაქარაშვილმა და მისმა ორმა მეგობარმა, ანუ ექვსივემ, ერთად გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეძახებინა ტაქსი და წავსულიყვით ქ. თბილისში, ავტობანზე გამვლელი ავტომანქანით ვინც გაგვიჩერებდა. ამის შემდეგ ექვსივე ზემოაღნიშნული პიროვნება ამოვედით ავტობანზე, ფეხით გადმოვკვეთეთ დასავლეთ მიმართულების ავტომაგისტრალი, გადმოვკვეთეთ ასევე გამყოფი გაზონი, რის შემდეგაც კვლავ გადავკვეთეთ ქ. თბილისის მიმართულების ავტომაგისტრალი და გავედით გზის მარჯვენა მხარეს და ექვსივემ ფეხით დავიწყეთ სვლა ქ. თბილისის მიმართულებით. ჩვენ ვმოძრაობდით საშუალო ტემპით, ხან ერთად, ხან ცალ-ცალკე და თან მივირთმევდით ხაჭაპურს. როდესაც გავიარეთ, დაახლოებით, ერთი კილომეტრი ქ. თბილისის მიმართულებით და გადავკვეთეთ მდინარე არაგვის ხიდი საცალფეხო ბილიკით და კვლავ გავიარეთ დაახლოებით ასი მეტრი, იმ დროს, როდესაც მე მარტო მივდიოდი წინ, უკან მომყვებოდა ქათამაძე გიორგი და ვახტანგ ახვლედიანი, რომლებიც მოდიოდნენ გვერდიგვერდ, ხოლო მათ უკან შაქარაშვილი და მისი ორი მეგობარი, ამ დროს წამოგვეწია უკნიდან საშუალო სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომლის არც ნომერი დამიმახსოვრებია, არც მარკა, მოდელი და არც ფერი მახსოვს, ვინაიდან და რადგანაც იყო სიბნელე. აღნიშნული ავტომანქანა გაჩერდა ჩვენ წინ და გადმოვიდა სხვადასხვა მხრიდან და კარებიდან ჩემთვის უცნობი ოთხი-ხუთი პიროვნება. ყველა იყო საშუალო ასაკის მამაკაცი, რომელთაგანაც არც ერთი არ დამინახავს სახეზე კარგად, რადგან იყო სიბნელე, რა დროსაც ჩემთვის უცნობი მიზეზით ან სრულიად უმიზეზოდ მომიახლოვდა მათგან ერთ-ერთი პიროვნება, ანუ მამაკაცი, რომელიც არ ვიცი, რა ასაკის იყო, საშუალო სიმაღლის და საშუალო აღნაგობის, რომელიც სახეზე არ დამინახავს, არც მისი განსაკუთრებული ნიშნები შემიმჩნევია და მომიქნია გრძელი მყარი საგანი, რომელიც ერთხელ მომხვდა მარჯვენა ფეხში, კერძოდ ბარძაყში, რასაც ფიზიკური ზიანი და ფიზიკური ტკივილი არ გამოუწვევია ჩემში, ვინაიდან დარტყმა იყო უმნიშვნელო, გაუმეტებელი, რის გამოც არ ვსაჭიროებ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას. ამ დროს ჩემთან ერთად მყოფი ხუთივე პიროვნება, მათ შორის, ჩემი ახლო მეგობრები: გიორგი ქათამაძე, ვახტანგ ახვლედიანი, შაქარაშვილი და მისი ორი მეგობარი მათ დანახვაზე უცბად გაიქცნენ დასავლეთის, ანუ არაგვის ხიდის მიმართულებით, რომელი ხიდიც დაახლოებით რამდენიმე წუთის წინ გვქონდა გადმოკვეთილი. მე არ დამინახავს, რომ ზემოაღნიშნულ პირებს დაერტყათ და გასწორებოდნენ ფიზიკურად გიორგი ქათამაძისთვის, ვახტანგ ახვლედიანისთვის, შაქარაშვილისთვის და მისი ორი მეგობრისთვის. მათ უკან დაედევნენ ზემოაღნიშნული ავტომანქანით მოსული პიროვნებები, მათ შორის, ის პიროვნებაც დაედევნა, რომელმაც მყარი საგანი დამარტყა მარჯვენა ბარძაყში, ხოლო მე გავიქეცი მარტო ქ. თბილისის მიმართულებით, ანუ მათ საპირისპირო მხარეს, გავირბინე დაახლოებით ასი მეტრი სირბილით, შემომხვდა ქ. თბილისის მიმართულებით მიმავალი ტაქსი, გავაჩერე, ჩავუჯექი და წავედი ქ. თბილისში. მე გაგარინის მოედანზე გავაჩერებინე ტაქსის მანქანა, გადმოვედი, ავიღე „თიბისი ბანკის“ ბანკომატიდან თანხა ტაქსის საფასურის გადასახდელად, შემდეგ ტაქსიმ მიმიყვანა სახლში დები იშხნელების ქუჩა #6-თან, სადაც დამხვდნენ ჩემი მეგობრები, დაახლოებით, ოთხი-ხუთი ბიჭი: გუგა მაჭავარიანი, ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ბარბარე ურიდია და ზუკა, რომლის გვარი არ ვიცი, რომლებიც მოსულები იყვნენ მსუბუქი ავტომანქანით, ხოლო მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი არ მახსოვს. დანარჩენი პიროვნებები არ მახსოვს, ვინაიდან ეზოში მყოფ ხალხში ირეოდნენ და ვიყავი ძალიან აღელვებულ მდგომარეობაში. მე მათ მოვუყევი ყველაფერი დეტალურად, თუ რა გადაგვხვდა თავს. ამ დროს მობილურ ტელეფონზე დარეკეს ქათამაძე გიორგიმ და ვახტანგ ახვლედიანმა, ხოლო ვის დაურეკეს, არ მახსოვს. შემდგომ მეც ვესაუბრე მათ მობილურ ტელეფონზე, რომლებმაც გვითხრეს, რომ იყვნენ შეუძლოდ იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც ინციდენტი მოხდა და გვთხოვეს, წამოგვეყვანა ისინი, ხოლო მათ არ უთქვამთ, სად იყო შაქარაშვილი თავის ორ მეგობართან ერთად. მე და ჩემი მეგორები გუგა მაჭავარიანი და ჩემი ორი უბნელი ბიჭი, რომელთა სახელები და გვარები არ ვიცი და ასევე მეორე ავტომანქანით წამოვიდნენ ასევე ჩვენი უბნელი ბიჭები, დაზუსტებით ვინ იჯდა ავტომანქანაში, არ მახსოვს. როდესაც ორი ავტომანქანით მივედით აღნიშნული ინციდენტის ადგილას, დავიწყე ძებნა. მეორე ავტომანქანამ იპოვა ახვლედიანი და ქათამაძე. ორივე მათგანს აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ვეძებეთ შაქარაშვილი თავის ორ მეგობართან ერთად, მაგრამ უშედეგოდ.
დაახლოებით 15-20 წუთის ძებნის შემდეგ წამოვედით უკან უბანში, დები იშხნელების #6-ში და ზუკამ წაიყვანა ქათამაძე თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, ხოლო ახვლედიანი წავიდა სახლში და მეც წავედი სახლში.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ:
წვეულების პერიოდში მე მიმყავდა მუსიკა და მთელი წვეულების მანძილზე ვაკეთებდი ჩემს საქმეს და არ შემიმჩნევია, რომ იქ მომხდარიყო რაიმე სახის კონფლიქტი, თუნდაც სიტყვიერი შელაპარაკება. წვეულებამ დაწყებიდან დასრულებამდე, ანუ ჩემ წამოსვლამდე ჩაიარა მშვიდ გარემოში, იყო მხოლოდ გართობა და სმა-ჭამა.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ:
როგორც ზემოთ აღვნიშნე, როდესაც ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელმაც მის ხელთ არსებული მყარი გრძელი ფორმის საგანი დამარტყა ერთხელ მარჯვენა ფეხის, ანუ ბარძაყის არეში, არ მიმიღია რაიმე სახის სხეულის დაზიანება, არ განმიცდია ტკივილი, რადგან დარტყმა იყო მხოლოდ ერთხელ და ისიც, მსუბუქად და არ ვსაჭიროებ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას, რომელი მამაკაციც იყო საშუალო ასაკის, საშუალო აღნაგობისა და საშუალო სიმაღლის. ვინაიდან იყო სიბნელე, მე ვერ დავინახე სახეზე, ასევე ვერ დავინახე, თუ რა ეცვა ტანზე და მისი ამოცნობა ნახვის შემთხვევაში არ შემიძლია. ასევე არ შემიძლია აღწერა და ამოცნობა დანარჩენი პირების, რომლებიც მას ახლდნენ და ავტომანქანით მოვიდნენ. ამის გარდა, მე სხვა ფიზიკურ დაპირისპირებას არ შევსწრებივარ.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ:
შაქარაშვილის შესახებ ამ დრომდე არაფერი გამიგია მისი ადგილსამყოფელის შესახებ, თუ სად წავიდა, რა შეიძლებოდა შემთხვეოდა და ასევე არ ვიცი, თუ სად შეიძლება იყოს ამჟამად, ვინაიდან იგი არც ჩემთან და არც ჩემს მეგობრებთან კავშირზე არ გამოსულა. როგორც მახსოვს, გზაზე რომ მოვდიოდით ერთად ქ. თბილისის მიმართულებით და უნდა გამოგვეძახებინა ტაქსი, შაქარაშვილმა თქვა, რომ მობილური ტელეფონი თან არ მაქვსო, ხოლო თუ სად ჰქონდა, არ უთქვამს და არც არაფერი მიკითხავს. შაქარაშვილს, როგორც მახსოვს, ეცვა მოლურჯო ფერის მოკლემკლავიანი პერანგი, ხოლო წელს ქვემოთ თუ რა ეცვა ტანსაცმელი ან რამე ეკეთა თუ არა წელზე, არ მახსოვს.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ:
აღნიშნული ინციდენტის დროს მეცვა თეთრი ფერის პერანგი, შავი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი და ასევე ნაცრისფერი ქუდიანი მოსაცმელი, რომლებიც იმის შემდეგ გავიხადე და ვინახავ სახლში ზემოაღნიშნულ მისამართზე, ქ. თბილისი, დები იშხნელების ქუჩა #6-ში, რომელიც შემიძლია საჭიროების შემთხვევაში წარმოგიდგინოთ. ასევე თანახმა ვარ, ჩემგან მიღებულ იქნას ანაწმენდის ნიმუშები.

ელისო კილაძე

დატოვეთ კომენტარი