„ოცნება” იძულებული გახდა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირა

„ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პოზიციის ერთობის დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ ოცნებამ საკონსტიტუციო ცბლილებებს მხარი დაუჭირა.

„8 მარტს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს არის ჩვენი მძლავრი, ერთიანი ძალისხმევის შედეგი, რასაც ახლა ვიღებთ. „ქართულ ოცნებას” სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ მიიღოს ცვლილებები. ამისათვის, ჩვენ სრული მხარდაჭერა მივიღეთ დასავლეთისაგან, იმიტომ, რომ საქართველოში ცვლილებების მთავარი მომთხოვნი ხალხი გახლდათ, რადგან ოპოზიცია ერთიანი იყო და ამ ერთიანობის ფორმულაშია ხვალ და ზეგ გამარჯვება. რაც მთავარია მივდივართ ჩვენი სწორი სტრატეგიითა და გამარჯვების გზით“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქით, გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კვლავ უცვლელი რჩება.

„რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც დარჩენილია 8 მარტის შეთანხმებაში, გიორგი რურუა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს მოთხოვნა არცერთ შემთხვევაში არ გაქრება. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით ეს არის ის, რამაც ჩვენ მოგვცა მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმების შესაძლებლობა, ეს არის ის ფუნდამენტი და საფუძველი რითიც ჩვენ ხელისუფლებას შევცვლით 31 ოქტომბერს, იმიტომ რომ აღარ ექნება “ქართულ ოცნებას” დიდი მანიპულაციის ჩატარების შესაძლებლობა. საქართველოს სჭირდება აღმშენებლობის პროცესი, ამას ეღობებოდა ეს საარჩევნო სისტემა, რადგან არსებობს ვიწრო კორუფციული კლანი ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ასეთი საარჩევნო სისტემა გვაქვს ამიტომ არის რომ ისინი არ არიან ანგარიშვალდებულები ხალხთან. მე კი ვამბობ, რომ ეს სისტემა მოემსახურება ხალხის ინტერესებს ახლა ჩვენს მუშაობაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ოპოზიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ პირველ მოსმენაზე თავი დავიზღვიეთ მათი მანიპულაციებისაგან და სწორი იყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან მხარდაჭერა, მეორე მოსმენაზე რომ ჩავარდნილიყო ისევ იქნებოდა შესაძლებელი კანონპროექტის შემობრუნება. მახსოვს ნოემბერში მათი ყეყეჩი განცხადებები, რომ არაფერი არ შეიცვლება, რომ 73/77 უნდა იყოს შემდეგ უკვე მათი განცხადებები, 100/50 არის ბოლოო, მაგრამ უკომპრომისო სამართლიანმა და კოორდინირებულმა სტრატეგიულმა ბრძოლამ ჩვენ მოგვიტანა ეს გამარჯვება და აიძულა “ქართული ოცნება” თვითონ მისულიყო დატუქსული ბავშვივით და ხმა მიეცა საარჩევნო ცვლილებებისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.