რუსეთის დუმა ონლაინ კაზინოებს დახურავს

g1

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა, პარტია ლიბერალ დემოკრატების წევრი დეპუტატის რომან ხუდიაკოვის ინიციატივას განიხილავს, რომელიც ინტერნეტ კაზინოების დახურვას ეხება. პრობლემის მოსაგვარებლად დუმის დეპუტატმა ,,საზიანო ინფორმაციისაგან ბავშვების დაცვის“კანონში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ,,მე მიმაჩნია, რომ სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ სივრცეში ონლაინ კაზინოები უნდა დაიხუროს და ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ მათზე თავისუფალი წვდომის საშუალება. ათასობით ფაქტი შევისწავლე და დავრწმუნდი, აზარტული თამაშები ფსიქოლოგიურად სპობს მომავალ თაობას. ბევრი შემთხვევა ოჯახური კონფლიქტების საბაბი გახდა. სახლში სტუმრად მოსული ინტერნეტი კარგი თვისებების გარდა, სერიოზულ ზიანს აყენებს ახალგაზრდობას. ეს დამოკიდებულებაა, რომელიც ალბათ ნარკოტიკის მსგავსად ძნელად მოსაშორებელი ჭირია, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ, კანონით შევძლოთ ამ სენის მოცილება.ზრდასრულ ადამიანებს შეიძლება ეყოთ ნებისყოფა და სახლიდან გაუსვლელად ოჯახის ბიუჯეტი არ გაანადგურონ, მაგრამ ბავშვები ცდუნებას ვერ უძლებენ. მიმაჩნია და კიდევ ვიმეორებ ინტერნეტ კაზინოები ოჯახური სიმტკიცის დამანგრეველი ერთ-ერთი ფორმაა“ – განაცხადა ხუდიაკოვმა. 2009 წლიდან რუსეთის ფედერაციაში კანონპროექტი მოქმედებს, რომელიც აზარტულ თამაშებს კრძალავს. აღსაღნიშნავია , რომ პარლამენტის დეპუტატებმა შემოთავაზებული ინიციატივა მოიწონეს და შესაბამისი კანონპროექტის განხილვა მომავალ კვირაში იგეგმება. ინფორმაციას სააგენტო  «Известия» ავრცელებს.