ახმეტაში ხელფასები გაიყინა

ახმეტის მუნიციაპლიტეტში ა.ი.პ-ების თანამშრომლებს მაისის თვის ხელფასი დღემდე არ მიუღიათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ ხელფასის არ გაცემის მიზეზი უცნობია. აღნიშნულ ინფორმაციას ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვარდოშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს “ვულოცავ ახმეტელებს შევარდნაძის დროში დაბრუნებას ! ახმეტის მერიამ საბავშო ბაღის პედაგოგებს, აღმზრდელებს, უპოვართა სახლის თანამშრომლებს და სხვა აიპში მომუშავეებს, ხელფასები გაუყინა ! ( 2020 წელია) როგორც წესი 20 რიცხვში გასაცემი ხელფასი მხოლოდ მერიას და საკრებულოს ჩაერიცხა. იოსებ ქარუმაშვილი ახმეტის მერი / Ioseb Karumashvili დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ.”

მაკა მოსიაშვილი