,,ლელო საქართველოსთვის” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, „ლელო საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა, ბათუმში, იუნკერთა საფლავი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. „26 მაისი ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, რადგან ეს დღე ასოცირდება დამოუკიდებლობასთან და თავისუფლებასთან. დღეს „ლელო საქართველოს“ წარმომადგენლები მოვედით, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას! სახელმწიფოსა და სამშობლოს ცნება მთავრდება მაშინ, როცა დავიწყებას ეცემა ჩვენი გმირების სახელები და უფერულდება თავისუფლების შეგრძნება”, – აღნიშნა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა გენო თებიძემ.

ხვიჩა მამულაძე