”ბოლო ორი COVID-19 ინფიცირებული პაციენტი განიკურნა. შესაბამისად, აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა” – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის რეგიონში ბოლო ორი COVID-19 ინფიცირებული პაციენტიც გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განაცხადა. „მწვანე ზონის სტატუსი აჭარამ დაიბრუნა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით. მთავარია, ახლა ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები და შევძლოთ პირველი ტურისტების მიღება. ასევე  უნდა დავიწყოთ ეკონომიკის ამოქმედება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. შეგახსენებთ, რომ აჭარაში 30 აპრილის შემდეგ, უკვე 23 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. კლინიკა „მედალფაში“ ამ დრომდე მხოლოდ ორი ინფიცირებული მკურნალობდა, თუმცა ისინი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მედიკოსებს.

ხვიჩა მამულაძე