ქობულეთის შემოვლით გზაზე სასწრაფოს სატვირთო შეეჯახა

ქობულეთის შემოვლით გზაზე სასწრაფოს სატვირთო შეეჯახა

ერთმანეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა.

ფაქტის შედეგად  სამი ადამიანი დაშავდა – ექთანი და მძღოლი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებული პაციენტი კი – ბათუმის კლინიკაში.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს  ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა.

როგორც „ქრონიკა“+ს შსს-ში განუცხადეს,  ფაქტზე  გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით,  რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ხვიჩა მამულაძე