კახეთი კვლავ მწვანე ზონაა

კახეთის საკარანტინე ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 19 ნიმუშის ტესტირებაზე შედეგი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში აცხადებენ, რომ 15-მდე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტს ნიმუშს დღესაც აუღებენ, რომლის პასუხი ცნობილი ხვალ დილით გახდება.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის 9 საკარანტინე ზონაში 435, ხოლო თვითიზოლაციაში 16 მოქალაქე იმყოფება. ამ ეტაპზე რეგიონში ეპიდვითარება კვლავ სტაბილურია და კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

მაკა მოსიაშვილი