დათო ნანობაშვილს ამირან მესხელი მფარველობდა ?!

„პროფესიონალი თაღლითი“ -ასე ახასიათებენ ადამიანები დავით ნანობაშვილს, რომელმაც საზოგადოებას თავი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული სკანდალით გააცნო!

„სეივ ინვესტი“ -პირველი კომპანია იყო, რომლითაც ნანობაშვილმა საქართველოში ფინანსური პირამიდების შექმნა დაიწყო. სწორედ ამ პირამიდის და მითვისებული ფულის გამო, მას ქვეყნიდან გაქცევა მოუწია და საქართველოში ვარდების რევოლუციის მერე დაბრუნდა. ნანობაშვილის კომპანია შპს “ნიუვეის ჯორჯია” ექიმთა ფართო საზოგადოებამ ე.წ. „პლაცებოს“ გაყიდვით გაიცნო. საკვები დანამატით პაციენტებს მკურნალობდნენ და ამ პირამიდაში სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ ექიმთა დიდი სპექტრი იყო ჩართული. “ქრონიკა+”-ის წყაროს ინფორმაციით, დავით ნანობაშვილის კომპანიაში შს მინისტრის მაშინდელი მოადგილის ამირან მესხელის დედა, ნინო მესხელი მუშაობდა და ნანობაშვილის ფინანსურ აფერას სწორედ ამირან მესხელი მფარველობდა წლების განმავლობაში. თავის მხრივ ნინო მესხელსაც ჰქონდა შპს “ჯი ენ ჯი”, სადაც 25%-იან წილს ფლობდა . დავით ნანობაშვილი ამირან მესხელის ზურგით 2011 წლამდე ოპერირებდა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი როგორც მესხელის სხვა შვილობილი კომპანიები , ახალ ხელისუფლებასთან გადაპორტირდა. ახლა ნანობაშვილი „სოსელ ჯორჯია“- ს დირექტორი და 100% იანი წილის მფლობელია. მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მერე , განაცხადა რომ მან კორონავირუსის წამალი გამოიგონა. ხოლო ორი დღის წინ, შალვა რამიშვილთან ინტერვიუში „მთავარი არხი“-ს დირექტორს ნიკა გვარამიას დაუპირისპირდა და განაცხადა რომ ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ის ნიკა გვარამიას არ უმკურნალებდა . ამ დროისათვის უცნობია წარსულში იმუნოლოგი და ჩოგბურთის მწრთვნელი დავით ნანობაშვილი რომელ კლინიკაში ეწევა საექიმო პრაქტიკას, ცნობილია მხოლოდ ის რომ მისი კომპანია პარფიუმერიით ვაჭრობს.

ელისო კილაძე