ერაყსა და სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ ავსტრალიაც იბრძოლებს

გ5გ5გ5

ავსტრალიის სამხედრო საჰაერო ძალები, ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, კოალიციურ ძალებთან ერთად სამხედრო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ტონი ებოტმა სააგენტო ,,Reuters“ -თან ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ერაყში ავსტრალიელი სამხედრო სპეციალისტები ჩავლენ, რომლებიც კოორდინირებას გაუწევენ ერაყელ კოლეგებს და ერაყის ხელისუფლებას, სამხედრო კონტიგენტის გადამზადებაში დაეხმარებიან. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ტერორისტების წინააღდეგ ბრძოლაში კოალიციურ ძალებს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, თურქეთიც შეუერთდა. ქვეყნის პარლამენტმა თურქ სამხედროებს სირია ერაყის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის უფლება მისცა.